BREAKING

სპორტი

უშანგი მარგიანი და დავით ლორიაშვილი ევროპის ჩემპიონები არიან

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ხვალ დასრულდება ევროპის ჩემპიონატი სამბოში

კონტინენტის პირველობაზე 30 ქვეყნის 700 მდე სამბისტი მონაწილეობს და ქართველი სამბისტებმა ტრადიციულად გამორჩეულად იასპარეზობენ. ორი დღის თავზე ჩვენი მონაგარი 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა.

ჩემპიონები გახდნენ უშანგი მარგიანი(88კგ) და დავით ლორიაშვილი(98კგ)
ვერცხლის მედალი მოიპოვა 79 კგ წონით კატეგორიაში ლუკა წიქვაძემ, ხოლო
ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერები, მსოფლიო ჩემპიონები ნინო ოძელაშვილი(72კგ) და ელენე ქებაძე(+80კგ), ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ელიზბარ თურქიამ(71კგ).

წყარო: საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts