ლაციოსა და ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ყველაზე ცხელი დღეები იქნება 27, 28 და 29 ივნისი, როცა ტემპერატურა 38°C-ს გადააჭარბებს.
მაქსიმალური ტემპერატურა კვირის განმავლობაში 38–39°C იქნება, განსაკუთრებით რომსა და ცენტრალურ რეგიონებში. ღამითაც შენარჩუნდება სიცხე. ტემპერატურა არ დაიწევს 22–23°C-ზე ქვემოთ.
მაღალი ტემეპერატურა 2 ივლისს დაიწევს, როცა ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, მოერიდოს მზეზე ყოფნას დღის ცხელ საათებში და მიიღოს საკმარისი სითხე.
✅ თვალყური ადევნეთ AprioriTV-ს და მიიღეთ ამინდის, უსაფრთხოების და საემიგრაციო ცნობები ყოველდღიურად ქართულ ენაზე.