BREAKING

იტალია

ინციდენტი ბარში – ქართველ ემიგრანტს თავს დასხენ

Aprioritv-იტალია

გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა. ზოგჯერ შესაძლოა სრულიად წარმოუდგენელი მოვლენების უშუალო მოწმე ან მსხვერპლი აღმოჩნდეთ — განურჩევლად იმისა, ემიგრანტი ხართ თუ ადგილობრივი მკვიდრი.

AprioriTV-ს დაუკავშირდა ქართველი ემიგრანტი თეონა ჭანტურია, რომელიც ბარში მომხდარი უცნაური და შემაშფოთებელი შემთხვევის გამო შეშფოთებული და გაკვირვებული იყო.

როგორც თეონამ გვიამბო, რამდენიმე ქართველთან ერთად ბარში, ე.წ. პეტრუცელის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, როცა მოულოდნელად, უკნიდან თავს უცნობი ქალი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელმა მიზეზად დაასახელა, რომ თითქოს ჭანტურიამ მას შემთხვევით ხელი გაკრა.

დაპირისპირებისას, როგორც თავად თეონა ყვება, ამ ინციდენტის შემსწრე პირები მოულედნოლობისგან დაიბნენე და სწრაფი რეაგირება ვერ მოახერხეს.

როგორც შემდგომში გაირკვა, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის ხშირად ამ ქუჩაში გამვლელებს ფორმით უსწორდება.

მიღებულმა სტრესმა და უპასუხისმგებლო გარემომ, განსაკუთრებით კი საზოგადოების პასიურობამ, ქართველ ემიგრანტს ძლიერი ემოციური შოკი მიაყენა. როგორც თავად ამბობს, ყველაზე მტკივნეული იყო ის განცდა, რომ სრულიად მარტოს დარჩა უცხო ქვეყანაში – ფიზიკური თავდასხმის წინაშე დაუცველი და მარტო.

AprioriTV აყალიბებს ამ შემთხვევის გაშუქებით იმის ხაზგასმას, რამდენად მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის ერთმანეთის მხარდაჭერა, ინფორმირებულობა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. თეონა ჭანტურიას ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სოლიდარობა მხოლოდ სიტყვებით არ უნდა შემოიფარგლოს – ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებლები იმ ადამიანურ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

სასწრაფო დახმარება და უსაფრთხოების სერვისები იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის:

112 – ევროპული გცხელი ხაზის ნომერი
საშიშროების, ძალადობის, ჯანმრთელობის ან სხვა კრიტიკულ სიტუაციაში დარეკეთ დაუყოვნებლივ.

1500 – ჯანდაცვის ინფორმაცია (იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო)
კითხვებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან და მედიკამენტებთან.

1522 – ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და სტალკინგის წინააღმდეგი ეროვნული ჰოტლაინი
მუშაობს 24/7. უზრუნველყოფს ანონიმურ და მრავალენოვან მხარდაჭერას.

800 905 570 – ემიგრანტთა დახმარების ცენტრი
უფასო სამართლებრივი და სოციალური კონსულტაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

მთავარი რჩევა:
თუ ხართ უცხო ქვეყანაში და თავს დაუცველად გრძნობთ, არასდროს იყოთ ჩუმად – მიიღეთ დახმარება და გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება სანდო პლატფორმებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts