ასტროფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე, საქართველოში არჩევნების შემდგომი პროცესების ასტროლოგიურ ანალიზს გვთავაზობს და იმ მოვლენებზე საუბრობს, რომელიც, როგორც ლობჯანიძე ამბობს, მომავალში განვითარდება:
როგორ განვითარდება მოვლენები ახლა?
მეგობრებო, ყველა ვთანხმდებით, რომ ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნების პროცესი ძალიან დამღლელი და დროში გაწელილია.
სიმართლე ვთქვა, დამერწმუნეთ, არჩევნების ეს ფორმა, რაც ახლა გვაქვს მსოფლიოში, დროს ვუსწრებ, თუმცა ვიტყვი – შეიცვლება.
წინა ხაზზე წამოვა მეტი საზოგადოებრივი აქტიურობები, სოციალური იდეოლოგიის იდეური ორგანიზაციები და არჩევნების ფორმატი სხვანაირ სახეს მიიღებს. ტრანსფორმირდება.
წლების ამბავია, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მოხდება.
რაც შეეხება ამ არჩევნებს: აბა, გაიხსენეთ ამ წლის დასაწყისში რას ვამბობდი?
ჩემს ანალიტიკურ პროგნოზში ზუსტად ვთქვი რომ არჩევნების ამბავში ტყუილის თემა იქნებოდა გარეული, შესაბამისად დაიწყებოდა გამოსვლები.
მოხდა ზუსტად ასე? მოხდა!
რაც შეეხება, ზოგადად, გადატრიალებას და რევოლუციურ სცენარს:
მოეშვით ამაზე ფიქრს, ვისთვის სასიკეთოდ, ვისთვის, სამწუხაროდ და ა.შ. საქართველოში არანაირი რევოლიცია არ იქნება.
იურიდიულად გეტყვით, მანდატებს ვერ მოიხსნის ოპოზიცია. რაც იყო ოთხი წლის წინ, ზუსტად ის სცენარი განმეორდება.
ანუ, ჩვეულებრივ დაკომპლექტდება პარლამენტი.
რა ძალისმიერი მცდელობაც არ უნდა იყოს, ამას დიდი შედეგი ვერ ექნება.
ამ პოსტში, ისევე როგორც, ყველა სხვა პოსტში, არაა გარეული ჩემი სუბიექტური აზრი. მე არასდროს არ ვყოფილვარ სუბიექტური.
მეტსაც გეტყვით ორგანულად ვერ ვიტან მიკერძოებას და ტყუილს!
ვწერ იმას, რაც რეალობაა და როგორც განვითარდება მოვლენები, თუ რამე კატასტროფული არ მოხდა.
და კიდევ: არც ერთ და არც მეორე ძალას არ ვეკუთვნი. უბრალოდ, საქართველოს მოუწევს კიდევ ოთხი წელი აქტიურობა და ლოდინი, რომ როგორმე სხვა კადრები და სხვა იდეები გამოვიდნენ ასპარეზზე.
და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება!
ჩემ ქვეყანას ამდენი ხანი რომ ასეთ დღეში ვხედავ, ამაზე დიდი ტკივილი რაღა უნდა იყოს?!
მაგრამ მე, როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი, ნამდვილად არ ვკარგავ კარგი მომავლის იმედს!
დანარჩენი – რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!