BREAKING

ასტროლოგია

8 მაისს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ახალი მთვარეა – მზად ხარ ნჯღრევებისთვის? კარგად შეიკარი ღვედი!

ასტროლოგი დავით ნიბლაძე 8 მაისის ახლამთავრეობასთან დაკავშირებით ასტროლოგიურ პროგნოზსს აკეთებს:

ახალი მთვარე კუროშია და რომ არა მისი შეერთებები იუპიტერთან და ურანთან, იმაზე ვისაუბრებდი, როგორი მშვიდი, კომფორტული და სტაბილურია ეს ნიშანი. ალბათ იმასაც გკითხავდი, როგორ ქმნი და ამყარებ სტაბილურობას შენს ცხოვრებაში, მაგრამ, ამჯერად, ღვედის კარგად გადაჭერისკენ მოგიწოდებ. წარმოიდგინე, შუა ფრენის დროს, ეს-ეს არის, სასუსნაოები მიირთვი, როგორც იქნა, ტკბილად ჩაგთვლიმა, ცოტა სიზმრებმაც კი წაგიღო და ამ დროს, პილოტის მჭექარე ხმა გაფხიზლებს, რომ ტურბულენტურ ზონაში ვართ და უსაფრთხოების ყველა ზომა უნდა დავიცვათ. მიმდინარე ასტროლოგიური ამინდის გათვალისწინებით, ეს არ არის ჩაძინებისა და მოდუნების დრო. პირიქით, ახლა განსაკუთრებული სიფხიზლე გვჭირდება. დროა, თვალი გადავავლოთ ყველაფერს, რაც ნორმად და რუტინად ვაქციეთ, რეალობას თვალი გავუსწოროთ და სათანადოდ შევცვალოთ გეზი. ყველას ჩვენი ტურბულენტური ზონა გვაქვს ცხოვრებაში, ზოგის – ფინანსებში, ზოგის – ურთიერთობებში, ზოგთან დიდხანს გრძელდება, ხანდახან კი საერთო, გაზიარებული ტურბულენტობებიც გვაქვს, რომელთან გამკლავებაც ერთად გვიწევს და ა.შ.

✨ ეს ახალი მთვარე, გარკვეულწილად, იუპიტერი-ურანის შეერთების აქტივატორის როლს ასრულებს. ეს შეერთება ცვლილებებისა და სიახლეების ენერგიითაა გაჟღენთილი და არა მხოლოდ კონკრეტულ ერთ ან ორ კვირაზე მოქმედებს, არამედ, ახალი 14-წლიანი ციკლის დასაწყისია. პერსონალურ დონეზე, ეს ჩვენი რუტინის შეცვლის, ღირებულებებისა და მიზნების მკვეთრი გადაფასებების, ინდივიდუალიზმის გამოკვეთის, კრეატიული და ორიგინალური მიდგომების, აღმოჩენების, მიმართულების შეცვლის მასტიმულირებელია. უფრო გლობალური, სოციალური კუთხით კი ახალი კავშირების დამყარების, დემოკრატიის, თავისუფლების, თანასწორობის, ჰუმანურობის ხელშემწყობია. თუ გავითვალისწინებთ პლუტონის მერწყულში ტრანზიტსაც, ცალსახაა ადამიანების, უბრალო მოქალაქეების, მათი გაერთიანებების როლი.

⚡ მოკლედ, წინ უამრავი ცვლილებით, მოულოდნელი მოვლენებით და ხანდახან გაურკვევლობებით სავსე პერიოდი გვაქვს, რომელსაც თითოეული ჩვენგანისგან ფხიზელი და გაწონასწორებული გონება სჭირდება. ქაოსში როგორი კეთილი დასასრულის იმედიც არ უნდა გვქონდეს, არ დაგვავიწყდეს, რომ მთლიანი სცენარის დაწერაში ჩვენი გააზრებული პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

სიკეთეს და საჭირო სიახლეებს გისურვებთ!

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts