AprioriTV / დიასპორული მედია იტალიაში
ავტორი: ქეთი ტუშური, AprioriTV-ს ჟურნალისტი
იტალიის ქალაქ ბარიში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ფესვები“, რომელიც ფუნქციონირებს ასოციაცია „გურულებთან“ ბაზაზე. სტუდია ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ქართულ ცეკვას, ტრადიციებსა და კულტურას ასწავლის — სწორედ მათ, ვინც იტალიაში ცხოვრების მიუხედავად საკუთარ ეროვნულ ფესვებთან კავშირს არ თმობს.
როგორც ცნობილია, ანსამბლის ხელმძღვანელები არიან ლელა დვალი და კაკო ქინქლაძე, ქორეოგრაფი კი — ქართველი ემიგრანტი და პროფესიონალი მოცეკვავე სალომე დარჩია. სტუდია მდებარეობს ქალაქის ცენტრში, Madonnella, Via Spalato 12.
ბარიში მცხოვრები ქართველების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება ისიც, თუ რამდენი მშობელი ცდილობს შვილები ქართულ კულტურას დაახლოოს. სწორედ ამიტომ, სტუდიაში რეპეტიციები შაბათ–კვირას ტარდება, რათა სწავლას ხელი არ შეუშალოს.

„ფესვებმა“ ესპანეთში საკუთარი პირველი დიდი სცენა დადგა
31 ოქტომბერს ანსამბლი „ფესვები“ ოფიციალურად იყო მოწვეული ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში, საერთაშორისო ფესტივალზე.
მასპინძლობა გაუწია იქ არსებულმა ქართული ცეკვის ანსამბლმა „იბერია“.
ფესტივალში მონაწილეობდნენ:
- ქართული ანსამბლი „იბერია“ (ესპანეთი),
- უკრაინის წარმომადგენლები,
- ეკვადორის კოლექტივი,
- ხოლო ბარიდან, ანსამბლ „ფესვებიდან“ — 22 ქართველი ემიგრანტი ბავშვი.
ეს იყო მათი პირველი ოფიციალური დგომა სცენაზე, პირველი ემოციები, პირველი აპლოდისმენტები — და პირველი ნამდვილი გამარჯვება.
ბავშვებმა შესრულებული ნომრები დიდი პასუხისმგებლობით მოამზადეს, რაც მაყურებლის ოვაციებითაც დადასტურდა. ემიგრანტი მშობლების, მაყურებლების და თავად მონაწილეების ემოციები ერთნაირად ძლიერი იყო — სიხარულის, სიამაყისა და ბედნიერების ცრემლებით სავსე.
ემოცია სცენის მიღმა — რას გრძნობდნენ ხელმძღვანელები?
სალომე დარჩია, ქორეოგრაფი:
„ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდ ემოციას უკავშირდებოდა. არცერთ მათგანს არ ჰქონდა სცენაზე დგომის გამოცდილება — არც კულისი, არც ტაშის ხმაური. თითქოს მათთან ერთად თავიდან გადავედი ჩემს ბავშვობაში, როცა პირველად 4 წლის ასაკში ავედი სცენაზე… ყოველი ემოცია გამარჯვება იყო.
სტუდიაში მყოფი ყველა ბავშვი მამის შვილებთან ასოცირდება — სამი შვილი საქართველოში მელოდება, 35 კი აქ მყავს.
ეს განცდა რჩება იმ პირველ, ყველაზე ძლიერ ემოციად, რომელსაც ვერაფერი გადაფარავს.“
ლელა დვალი, ხელმძღვანელი:
„სიამაყე — ეს იყო მთავარი, რაც იმ წუთებში ვიგრძენი. სიამაყე ჩემი ქვეყნისადმი. ეს იყო გამარჯვება ემიგრაციაზე, იმედი და რწმენა იმისა, რომ ეს ბავშვები ჩვენი მომავალია — საქართველოს ფესვები, რომლებიც ვერავინ ამოძირკვავს.“



დაჯილდოების დღე ბარიში — ორი კურსის წარმატებით დასრულება
იტალიაში დაბრუნების შემდეგ სტუდიამ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.
9 ნოემბერს ასოციაცია „გურულებთან“ და ანსამბლ „ფესვების“ ხელმძღვანელებმა სტუდიის მოსწავლე ახალგაზრდობა დააჯილდოვეს მეორე კურსის დახურვის სერტიფიკატებითა და დიპლომებით.
დაჯილდოება ბარიში, ანსამბლ „ფესვების“ სტუდიაში გაიმართა.
ასევე, ბავშვებს გადაეცათ ის სერთიფიკატები, რომლებიც ესპანეთის ფესტივალზე „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“ მიიღეს — ფესტივალის ორგანიზატორი იყო მანანა გოგოლაძე.
გარდა მოსწავლეებისა, დაჯილდოვდა ანსამბლის ქორეოგრაფი სალომე დარჩიაც — მის შრომას და შედეგს განსაკუთრებული მადლობა გადაეცა.
AprioriTV ულოცავს „ფესვებს“ — ქართველი ემიგრანტი ბავშვების ქართულ ფესვებს ევროპაში
ვუსურვოთ წარმატება სტუდიის ხელმძღვანელებს, ქორეოგრაფს და ყველა იმ ემიგრანტ ბავშვს, ვინც უცხო ქვეყანაში ქართული კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში მონაწილეობს.









