1-5 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა.
ბანაკის განხორციელების მიზანია:
· ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია;
· ახალგაზრდების აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა;
· არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა;
· ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა;
· ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
· ეროვნული და პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრებ 14-18 წლის მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. საქართველოში მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
დაინტერესული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით.