სანამ ირმა ბაზერაშვილს გავიცნობდი ათობით ემიგრანტთან მომიწია პროფესიული გადაკვეთა. ემიგრაციაში ერთდროულად ბევრი ვინმე და რამე უნდა იყო, რაც მთავარია ცხოვრება ხელახლა უნდა ისწავლო, საკუთარ თავში ახალი უნარები უნდა იპოვნო და თუ ვერ იპოვი უნდა გამოიგონო. ემიგრაციას ერთი თვისება აქვს, – ხმამაღლა ფიქრს გასწავლი და რაც მეტად ხმამაღალი ხარ, მეტად გამჩნევენ… სანამ ირმა ბაზერაშვილი გავიცანი, ექვსი წელი გავიდა და სანამ ერთხელაც პირადად არ ვნახე მისი პროფესიონალიზმი, იყო ასე ჩუმად, მიღმა და თითქოს არც კი ედარდებოდა და ედარდება შეამჩნევ თუ არა, რადგან – ის საკუთარი თავია და საკუთარ ღირსებასთან თანაზიარი. – ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე.
ირმა ბაზერაშვილი. მუსისკოსი: მახსოვს, იმ ღამეს თოვდა! უცნაური ამინდი იყო: მშვიდი და მარტოსული…. ხელი-ხელს ჩაკიდებული ჩემს დასთან ერთად გულის რითმს ვუსმენდი, თვალდახუჭული ღრმად ვსუნთქავდი მანქანის ფანჯრიდან შემოსულ ჰაერს, კადრებად ვკინძავდი წარსულს….. მე, ერთი თვალისჩინი მყავს, ნამდვილი და განუმეორებელი იმედი, ჩემი და!….
ძალიან გაგვიჭირდა უერთმანეთოდ ყოფნა, მიუხედავად იმის მე უფროსი ვარ მასზე, ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო.
მიდიხარ და არ იცი როდის დაბრუნდები, არც ის იცი რა იქნება…. იმ იმედით, რომ ღმერთია ჩემთან, ბევრი გადამატანინა… პირველად, საკმაოდ მძიმე სამსახურში მომიწია შესვლა, ორი წლის განმავლობაში ყველას რომ ეძინა, მაგიდის ზედაპირზე ვუკრავდი შოპენს, რახმანინოვს, დებიუსს…. 2019 წელს შემთხვევით რომ არაფერი ხდება, გავიცანი ქალბატონები: მედეა ხონელიძე, ირინა თავაძე და ჯანინა ხერგიანი… ერთი სეირნობით და ღიღინით ხმებში გავშლეთ საქართველოს სიყვარული და მივხვდით რომ უერთმანეთოდ ვერ ვიარსებებდით! ასე შეიქმნა კვარტეტი ,,იავნანა” ეს სახელი ჯანინა ხერგიანმა მოისაზრა.
კვარტეტი „იავნანა“ – მედეა ხონელიძე, ირინა თავაძე, ჯანინა ხერგიანი და ირმა ბაზერაშვილი
მიუხედავად მცირე დროის და დატვირთული სამსახურების გამო, მაინც ვახერხებდით შეხვედრებს და მეცადინეობებს…. მახსოვს პირველად იტალიური რადიო ,,100″ – ში მიგვიწვიეს და საკმაოდ წარმატებულად გამოვედით, ასევე ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებებზე მივიღეთ მონაწილეობა…. პროფესიით მუსიკოსი – პიანისტი ვარ. მაქვს შექმნილი ჩემი საავტორო საბავშვო სიმღერებიც, ასევე სხვა პოეტების ლექსებზე შექმნილი სიმღერები….
რა არის ემიგრაცია? ინდივიდუალურია, ჩემთვის მოითხოვს: დიდ მოთმინებას, მობილიზებას, მოსმენას, გააზრებას, საკუთარის სულის წაკითხვას, განახლებას….. როცა საჭიროა იგნორს…. სიმშვიდეს, ეს ყველაფერი კანონზომიერებას, ვალდებულებას და სიყვარულს ითხოვს! მოჭარბებული ფიქრები და ზრუნვა საყვარელ ადამიანებზე….. ,,ღმერთი და მე” ასე დავარქვი ჩემს მარტოობის ექვს წელს!
საქართველში მიღებული მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქაც ვცადე გამომეყენებინა ემიგრანტ ბავშვებთან! მადლობა კულტურ-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულ სკოლა ,,იმედს” და მის ხელმძღვანელს ცინარი ღვალაძეს! ემიგრანტი ბავშვები მეტად სათუთი და ფიქრიანები არიან. როდესაც ერთად ვლახავთ სირთულეებს, კომპლექსებს, ენის ბარიერს და რეზულტატიც არ აგვიანებს, ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს მასწავლებლისთვის! ეს არის ჩემი ჯილდოც და სამშობლოდან შორს მყოფის სასჯელიც!
ნატვრა?…. ამაზეც დავწერ ერთი სიტყვით: სადაც სიყვარულია, იქ არის ღმერთიც! გვიყვარდეს ერთმანეთი. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიქნები ემიგრანტი….. მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმ ერთ, პატარა მანათობელ წერტილს, დედამიწის ზედაპირზე რომ კიაფობს, ჩემო სამშობლოვ, როგორ მიყვარხარ….
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 რა უნდა ვნახოთ იტალიაში აუცილებლად? – მაკო გოჩაშვილის რჩევები
📌 „ვისურვებდი ასეთი წარმატებული ემიგრანტი ქალები კიდევ უფრო მეტი გვყავდეს“ – ემიგრანტი ქალის ისტორია
📌„დაეშვნენ კასკადით ეს საბუთიანი ემიგრანტები საქართველოში სულის ჩასადგმელად“ – ემიგრანტის ხმა