ნუტრიციოლოგის რეზიდენტი და ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა რაშოიანი-ს რჩევები:
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.
ამიტომაც გირჩევთ რაციონის გადახედვას ყურადღება უნდა გავამახვილოთ იოდის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. ესენია: ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი და მარილი.
ამ მხრივ საინტერესოა ასევე წყალმცენარეები და თევზის ქონი. იოდი არის ნიროში, ლობიოში, წიწაკაში კიტრში, პომიდორში ბადრიჯანში ყაბაყში, კომბოსტოსა და კარტოფილში. იოდშემცველ პროდუქტებს მიეკუთვნება პური, რძე და რძის პროდუქტები.
აღნიშნული პროდუქტების რაციონში ჩართვა ყველასათვის აუცილებელია, რადგანაც ადამიანის ორგანიზმში იოდი თავისთავად არ გამომუშავდება.
წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დღეში 50 მკგრ იოდია საჭირო, 1-7 წლამდე-90 მკგრ, 7-12 წლამდე-120 მკგრ, ხოლო 12 წელზე უფროსი ასაკისთვის 150 მკგრ იოდი. დეფიციტის განვითარებისას, შესაძლებელია ქოლესტერინის დონის გადახრა, გულის მუშაობის დარღვევა, მხედველობის სიმახვილისა და მეხსიერების ხარისხის დაქვეითება.