BREAKING

Uncategorizedსპორტი

ზურაბ კინწურაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

სერბეთი ტაეკვონდოს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ზურაბ კინწურაშვილმა ( -74კგ), რომელმაც ფინალური ბრძოლა ესპანელ დანიელ ბარერასთან დათმო. იგი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე მეოთხედფინალში – ირლანდიელ, ნახევარფინალში კი ბერძენ სპორტსმენს სძლია.

სერბეთშივე გაიმართა პარატაეკვონდოს ევროპის ჩემპიონატიც ქართველმა პარასპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.ტურნირზე მესამე საპრიზო ადგილი ლია ჩაჩიბაიამ, ნატალია ოჩიგავამ და გიორგი ნიკოლაძემ დაიკავეს. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში მასპინძელი სპორტსმენები დაამარცხეს.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts