BREAKING

იტალიაUncategorized

იტალიაში ემიგრანტი მოულოდნელად გარდაიცვალა

ნატო ნერგაძე, 54 წლის – ქართველი ემიგრანტი , რომელიც იტალიაში Ruvo di puglia-ში წლები მუშაობდა და ეხმარებოდა თავის ოჯახს საქართველოში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ცხოვრება ერთგულებით, შრომით და ადამიანების სიყვარულით იყო სავსე.

ნატო ნერგაძის დაკარგვა არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ მეგობრებისთვისაც აუტანელი ტკივილია. მისი უახლოესი მეგობარი მაკა მეგრელაძე ამბობს, რომ ნატოს გარდაცვალებით თითქოს თავადაც გარდაიცვალა.

მეგობრობის ნამდვილი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთის სიცოცხლეებს ვავსებდით. განსაკუთრებით ემიგრაციაში, უთვისტომობასა და უცხოობაში. ახლა, მისი გარდაცვალების გამო გამოწვეული სიცარიელის შევსება შეუძლებელია. – ამბობს მაკა.

ნატო ყველას გულში დარჩება როგორც სიყვარული და მეგობრობის განსახიერება.

ნატო იყო ადამიანი, რომელსაც არ ერიდებოდა სირთულეები და ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა სხვებს. მის გვერდით მყოფთ მისი გულწრფელობა და სითბო არასდროს დაავიწყდებათ. ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და თანამემამულეებისთვის იგი იყო ადამიანობის მაგალითი.

„ნატო, შენი მარადიული მშვიდობა უფალმა დაგიმკვიდროს. შენი ემიგრანტული გზა და შრომა გვახსენებს, თუ რამდენად ღირებულია ჩვენი თანამემამულეების ღვაწლი, თუნდაც სამშობლოს საზღვრებს გარეთ“. – აღნიშნავს მაკა მეგრელაძე.

2 Comments

  1. Eka says:

    ნათელი და სანთელი მის სულსა

  2. inga xarebava says:

    უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველო

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts