BREAKING

იტალია

ემიგრანტი ეკა ხელაძე მძიმე მდგომარეობაშია – მას სასწრაფო დახმარება სჭირდება

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა შემზარავი ვიდეო, სადაც უგონო მდგომარეობაში მყოფი ემიგრანტი, ეკა ხელაძე, ჩანდა. აღნიშნულმა კადრებმა ქართველი ემიგრანტების საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და შფოთი გამოიწვია.

ახლობლების ინფორმაციით, ეკა ხელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და საჭიროა მისი სასწრაფო გადაყვანა საქართველოში. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ეს ამბავი მისი დედისთვის, რომელიც შვილის ავადმყოფობის შესახებ გვიან გაიგო და ძლიერ ემოციურ შოკში ჩავარდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფინანსური დახმარების შეგროვება, რათა ეკა ხელაძის სამშობლოში დაბრუნება და მისი შესაბამისი მკურნალობა უზრუნველვყოთ.

დახმარების მსურველებისთვის:
ანგარიშის ნომერი: GE70BG0000000101309842 (საქართველოს ბანკი)

მიმღები – ნინო გიგაია

პ/ნ 60001149439

ყველა, ვისაც შეუძლია, დაეხმაროს ეკა ხელაძეს – თუნდაც მცირედი დახმარება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მისთვის.

AprioriTV •აპრიორიტივი -ს სპონსორია ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და ფიტნეს ინსტრუქტორი იტალიაში მამუკა რაშოიანი

საკონტაქტო ინფორმაცია WhatsApp +39 351 857 1719

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts