BREAKING

Geo House

 „Badante“-ს ღამის სამუშაო – როგორ რეგულირდება ის კონტრაქტით

როგორც დაგპირდით დღეს Lorenzo Papa, იტალიის ეროვნული ასოციაცია “Domina“-ს ბარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამუშაო საათების დადგენის შესახებ გესაუბრებთ!

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება საემიგრაციო ორგანიზაცია Centro servizi Geo House-ს, იტალიის ეროვნული ასოციაიცია Domina -ს და საემიგრაციო მედიაპლატფორმა Apriori TV • აპრიორი ტვ-ს მხარდაჭერით.

დღეს ვისაუბრებთ ღამის სამუშაოზე – როგორ რეგულირდება ის კონტრაქტით, როგორ ხდება მისი მართვა როგორც ფინანსურად, ისე ხარისხის თვალსაზრისით. ამის გასაგებად, იტალიის ეროვნული კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება დაგვჭირდება.

Lorenzo Papa: მე ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ CS დონის თანამცხოვრებ დამხმარე პერსონალზე, რადგან სხვა კატეგორიებში სამუშაო საათები საათობრივად ითვლება და უფრო მარტივია.

CS დონეზე თანამცხოვრები დამხმარე პერსონალის კონტრაქტი მოიცავს კვირაში 54 სამუშაო საათს.

ეს მოცემულია მე-14 მუხლის პირველი პუნქტში, რომელიც ამბობს:

“სამუშაო დრო დღეში 10 საათს შეადგენს (არა ერთმანეთის მიყოლებით), რაც კვირაში ჯამში 54 საათია.”

თუ თქვენ ხართ თანმაცხოვრები დამხმარე, ეს ნიშნავს, რომ თეორიულად უნდა იმუშაოთ დღეში 10 საათი, 5 დღის განმავლობაში, პლუს 4 საათი დამატებით დღეს.

ეს 10 საათი არ უნდა იყოს უწყვეტი, ანუ უნდა გქონდეთ პაუზა დასასვენებლად.

ახლა კი გადავიდეთ ღამის სამუშაოზე:

მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამუშაო დრო განსაზღვრულია 06:00-დან 22:00-მდე. ეს ნიშნავს, რომ CS დონის თანამცხოვრები დამხმარე (Badante) პერსონალი არ არის ვალდებული ღამის საათებში იმუშაოს.

გარდა ამისა, ამავე მუხლის მიხედვით, დღის განმავლობაში 2 საათი განკუთვნილია შესვენებისთვის, რაც თქვენი სამუშაო უფლების ნაწილია.

როგორ რეგულირდება ღამის სამუშაო?

ღამის სამუშაო ითვლება 22:00-დან 06:00-მდე შესრულებულ სამუშაოდ. ეს არ არის გათვალისწინებული თქვენს კონტრაქტში, ანუ თქვენ არ ხართ ვალდებული ღამე იმუშაოთ.

თუ თქვენი მოვლის ქვეშ მყოფი პირი იშვიათად იღვიძებს ღამით, მაგალითად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ეს შესაძლოა ჩაითვალოს “გარდამავალ” შემთხვევად და მიეკუთვნოს ზეგანაკვეთურ (სტრაორდინარიო) მუშაობას.

ამ შემთხვევაში, თუ თქვენ იღვიძებთ ღამით და მუშაობთ 1-2 საათი, ეს დრო უნდა დაუთვლოთ დამსაქმებელს.

დამსაქმებელმა ეს ინფორმაცია უნდა გადასცეს ბუღალტერს, რომელიც ხელფასს ამუშავებს, და თქვენ ამ დამატებით სამუშაოზე უნდა გაგიწერონ 50%-ით გაზრდილი საათობრივი ანაზღაურება.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვნად მაღალი ანაზღაურება ღამის საათებში მუშაობისთვის.

ეს თანხა ემატება თქვენს სტანდარტულ ხელფასს, რომელიც CS Super კატეგორიაში 1,137 ევროა.

მაგრამ მნიშვნელოვანია განსხვავება “ზეგანაკვეთურ” და “სტანდარტულ” ღამის შრომას შორის:

თუ ეს ხდება მხოლოდ დროდადრო (მაგალითად, კვირაში 1-3 ღამე), მაშინ ეს ითვლება ზეგანაკვეთურ შრომად.

მაგრამ, თუ ეს ხდება ყოველ ღამით, ანუ თუ ყოველ დღე უნდა გაიღვიძოთ 1-2-ჯერ, მაშინ ეს აღარ არის ზეგანაკვეთური შრომა, არამედ უკვე რეგულარული ღამის შრომაა და მოითხოვს შესაბამის კონტრაქტს.

დასკვნა:

თქვენ არ ხართ ვალდებული ღამე იმუშაოთ.

თუ მაინც მოგიწევთ ღამის შრომა, უნდა მიიღოთ 50%-ით გაზრდილი ანაზღაურება.

თუ ღამის მუშაობა რეგულარული ხდება, ეს უკვე სხვა ტიპის სამუშაო კონტრაქტს მოითხოვს და არ უნდა დარჩეს ზეგანაკვეთური შრომის სტატუსით.

დამატებითი დახმარებისთვის

Geo Centro servizi Geo House – ემიგრანტთა დახმარების ცენტრი

მისამართი: Via Scipione Crisanzio, 6, Bari, Italy

ტელ: +39 327 093 4122 (Whatsapp)

+39 320 115 3528 (Whatsapp)

800 592 869

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts