BREAKING

სპორტი

თორნიკე ლომთაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

ძალოსანმა აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა!

პოლონეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით საბა ადამიამ და თორნიკე ლომთაძემ (102 კგ.) იასპარეზეს.

🇬🇪 თორნიკე ლომთაძემ ატაცში 145 / 148 კგ. დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში 184 / 191 / 192 კილოგრამი დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. ლომთაძემ იგივე შედეგი გაიმეორა ორჭიდში მოგროვილი 340 კილოგრამითაც.

🇬🇪 საბა ადამიამ კი თავი 140 / 145 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 165 კილოგრამით მე-8 პოზიციაზეა, იგივე შედეგი აქვს ორჭიდში მოგროვილი 310 კილოგრამითაც.

🇬🇪 მალხაზ ლომთაძე U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

🇬🇪 გიორგი ჭინჭარაული – ექიმი -რეაბილიტოლოგი

🇬🇪 რუსლან ღიბრაძე – ფიზიო-თერაპევტი

🇬🇪 რუსკა მურადაშვილი – გენერალური მდივანი

🇬🇪 კახი კახიაშვილი – ფედერაციის პრეზიდენტი

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია 

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts