ტრენერებს მონიკა სითათაშვილს და ქეთი ბენიძეს, სპორტის სხვა და სხვა სახეობაში დიდი გამოცდილება აქვთ. ამჟამად გოგონები საჩოგნო სპორტის ერთ-ერთი ახალი ნაირსახეობით, პადელით არიან დაკავებულნი და მიღწევებიც დააგროვეს.
საქართველოს პადელის ფედერაციის მიერ ჩატარებული 7 ტურნირიდან, მონიკამ 5 ტურნირი მოიგო: მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე.
საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის მონაცემებით – მონიკა, ქალთა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
საქართველოს პადელის ფედერაციის მიერ ჩატარებული 7 ტურნირიდან, ქეთიმ 4 ტურნირი მოიგო : მეორე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე.
მონაცემებით – ქეთი, ქალთა რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.
19-25 ნოემბერს მონიკა სითათიშვილი და ქეთი ბენიძე პადელის საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.