BREAKING

სპორტი

იტალიაში კიდევ ერთი ქართველი, ფეხბურთელი ნიკა სურგულაძე ითამაშებს

 „იბერია 1999“-ის ფეხბურთელი (U 19) ნიკა სურგულაძე დღეს იტალიაში გაემგზავრა.

ის “ინტერის”ერთ-ერთ გუნდში მიიწვიეს და როგორც თავად გვეუბნება, სრულად საუბარი მხოლოდ ახლო მომავალში შეეძლება.

_ მოვეწონე, მიმიწვიეს, ვნახოთ,  რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს, – ჩვეული თავმდაბლობით,  გვითხრა ნიკამ.

ფეხბურთის თამაში  პატარამ, შვიდი წლისამ დაიწყო. 14 წლის ასაკიდან უკვე საქართველოს ნაკრების გუნდის ყველა ასაკობრივ ჯგუფში თამაშობდა. იყო მრავალი გამარჯვება და სიხარული. რაც მთავარია, უცხოეთში არ დარჩათ შეუმჩნეველი და რაზეც ოცნებობდა, ეს დღეც დადგა.

ნიკა ახლახან მიიწვიეს თურქეთსა და იტალიაში. თუმცა,  მან იტალიაში წასვლა ამჯობინა. დღეს ის მილანში  ჩაფრინდა.

უსაზღვრო სიხარული სუფევს ოზურგეთში, მშობლიურ ჭანიეთში, სადაც ნიკა ყველა ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებს ბებიასთან და ბაბუასთან ატარებს. ნიკა ხუთი წლის იყო, როცა მამა, კახა სურგულაძე გარდაიცვალა. ახლა მას მთელი სოფელი გულშემატკივრობს,  უხარიათ  ბებოს და ბაბუს, თან ნერვიულობენ:

„ვუთხარით დედამისს, არ გაუშვა-თქო და წავიდა მაინც…რა უნდა მარტო ბაღანას იმ სიშორეზე, ფეხბურთი იმის აქით არ ითამაშება?“  _ გურული ოლღა ბებიას ხასიათი  იკითხება ეთერი ბებოს ფორიაქშიც…

ნიკა სურგულაძე დღეს ასევე იუბილარია, 18 წლის გახდა და ეს დღე ორმაგად მნიშვნელოვანია მისთვის.

წარმატებებს ვუსურვებთ მოტივირებულ ბიჭს, უნიჭიერეს ნიკას, რომელიც   თავდაუზოგავი შრომით მიიკვლევს გზას დიდ ფეხბურთში.

წყარო: Gurianews

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts