ძალიან ხშირად იდება კითხვები თუ რას ნიშნავს ეს სიმბოლოები/ასოები [→] / [←] პასპორტში, ევროზონაში მოგზაურობისას ჩარტყმულ ბეჭედზე და რამე პრობლემა შეექმნებათ თუ არა სხვა ქვეყანაში ფრენისას ამის გამო?
ამაზე მარტივი პასუხია – არა, არანაირი პრობლემა! თუ ვრცლად გაინტერესებთ, ასევე ბეჭდის გვერდზე/ქვემოთ კალმით მიწერილზე ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ სრულად.
• ვარსკვლავები წრიულად და შიგნით მოთავსებული ლათინური ასო – წარმოადგენს ქვეყნის მანიშნებელს, სადაც ჩაურტყეს ბეჭედი, მაგ: F – საფრანგეთი (France), I – იტალია (Italy), CZ – ჩეხეთი (Czech Rep.) და ა.შ.
• სიმბოლო [←] მართკუთხედში მიმართულება მარცხნივ – ნიშნავს, რომ პიროვნება ტოვებს ქვეყანას საჰაერო ტრანსპორტით (თვითმფრინავი, გემი, მატარებელი და ა.შ. (სიმბოლო მარჯვენა ზედა კუთხეში)).
• სიმბოლო [→] მართკუთხედში მიმართულება მარჯვნივ – ნიშნავს, რომ პიროვნება შედის ქვეყანაში საჰაერო ტრანსპორტით (თვითმფრინავი (სიმბოლო მარჯვენა ზედა კუთხეში)).
• თარიღი – ბეჭდის შუა ნაწილში (უმეტეს შემთხვევაში) წერია თარიღი, თუ როდის მოხდა ბეჭდის ჩარტყმა.
• ქალაქის დასახელება – ბეჭდის ქვემოთა ნაწილში იწერება ქალაქის/აეროპორტის დასახელება, ოფიცრის მანიშნებელი ნომერი. მაგ: PRAHA – RUZYNE – A034
ფოტოკოლაჟი თვალსაჩინოებისთვის
კალმით მიწერილის შემთხვევაში უკვე შენიშვნებთან გვაქვს საქმე, სადაც ლათინური ასოებით აღნიშნულია სხვადასხვა დარღვევა,
მაგ:
• A – წარდგენილი დოკუმენტი არავალიდურია (პასპორტი ან სხვა დოკუმენტი);
• B – დოკუმენტი ეჭვს იწვევს/ყალბია;
• C – არ არის ვიზა იმ ქვეყნის, რომელ ქვეყანაშიც ცდილობთ შესვლას;
• D – ვიზა ყალბია ან სიყალბის ნიშნები აქვს;
• E – არაა მოგზაურობის მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი;
• F – შენგენის ზონაში დარჩენის ვადის გადაცილება/დარღვეულია (90 ან 180 დღე);
• G – არასაკმარისი თანხა შენგენის ზონაში დასარჩენად;
• H – ბანი/შეზღუდვა/დეპორტის პერიოდი კვლავ აქტიურია, არ ამოწურულა;
• I – სასაზღვრო პოლიცია მიიჩნევს, რომ პირობვნება EU ზონისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
წყარო: Alexander Lazariashvili – მოგზაურთა კლუბიდან