BREAKING

საქართველო

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება – ირაკლი კობახიძე

“ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოური დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ, რის გამოც მმართველმა გუნდმა საგრანტო პროგრამის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო.

“აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციების პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ, როგორც ენჯეოები, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოური დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ.

ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საკითხები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება. საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts