2025 წლის 1-ელ იანვარს ზუგდიდში ორი ბავშვი დაიბადა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში წელს დაბადებული ახალშობილები ბიჭები არიან.
როგორც რადიო ,,ათინათს’’ კლინიკის მეან-გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ შაკაიამ უთხრა, სანდრო ბოჯგუა გამთენიისას, 05: 00 საათზე გაჩნდა და მისი წონა 3 კილოგრამი და 500 გრამია, ზურაბ სამუშია კი დილით, დახლოებით 9 საათზე დაიბადა და ხუთ კილოს და 300 გრამს იწონის.
ექიმის ცნობით, ახალშობილები და მათი დედები თავს კარგად გრძნობენ.
წყარო: radioatinati.ge