BREAKING

იტალია

„სამწუხაროდ, ემიგრაცია იზრდება… ადრე დედები შვილებთან საუბარსაც ვერ ახერხებდნენ, დღევანდელი რეალობა კი განსხვავებულია“ – ხათუნა შარაძე

„სამწუხაროდ, ემიგრაცია იზრდება… ადრე დედები შვილებთან საუბარსაც ვერ ახერხებდნენ, დღევანდელი რეალობით კი ემიგრაციის პირობები საგრძნობლად შემსუბუქდა“, – ამის შესახებ “AprioriTV”-ს დამფუძნებელი, ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერს.

სწორად დაგეგმილი ემიგრაციის უპირატესობა გახლავთ: უცხო ენის შესწავლა, დროის აკუმულირება, ადაპტაცია და ინტეგრაცია სტრესის და შიშის გარეშე, სწორი კავშირები, დამოუკიდებლობა და ა.შ.

დღეს ქალაქ ბარიში არსებულ სასწავლო ცენტრში “ვიქტორია” სასწავლო პროცესს დავესწარი და თვალი საინტერესო პროცესს ვადევნე.

12:00-საათიან ჯგუფში, გაკვეთილს ესწრებოდა 40+ ასაკის ქალბატონები, ხოლო 16:00 საათზე 30- ასაკის ახალგაზრდები.

ახალგაზრდები, იტალიაში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ. ფაქტია, რომ ისინი ემიგრაციას, როგორც გამოწვევას ისე აღიქვამენ და სტრატეგიულად გეგმავენ.

1. იტალიური ენის სწავლა, რაც მათ გახდით დამოუკიდებელს.
2. ენის ცოდნის გამო, ისინი არ დათანხმდებიან დაბალ ანაზღაურებას.
3. ენის ცოდნის გამო, აიმაღლებენ კვალიფიკაციას ან შეიძენენ ახალ პროფესიებს.
4. სოციალური, სამართლებრივი თუ სხვა ტიპის მომსახურებისას არ დასჭირდებათ მედიატორების, თარჯიმნების და შუამავლების პოვნა, რითაც დაეზოგებათ ბიუჯეტი.
5. ენის ცოდნის გამო, შეამცირებს ყველა შესაძლო რისკებს!!!

სამწუხაროდ, ემიგრაცია იზრდება, მაგრამ დიასპორა გამოწვევებს პასუხობს!!!

Viktoria Viky დღეს თვალს გადევნებდი და ვფიქრობდი, რა სასარგებლო და საჭირო შეთავაზებაა ემიგრანტებისთვის შენი სასწავლო ცენტრი. ადრე დედები შვილებთან საუბარსაც ვერ ახერხებდნენ, დღევანდელი რეალობით კი ემიგრაცია საკმარისად შემსუბუქდა.

წარმატებები ვიკა!!!“ – წერს ხათუნა შარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 ევროპა არ არის მხოლოდ გარყვნილება! – ემიგრანტის ხმა

🔵 Colf / badante-ს ხელფასის გაანგარიშება

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts