BREAKING

იტალია

რას ნიშნავს „ლიკვიდაციონე“ (Liquidazione) და როგორ ხდება მისი დაანგარიშება?

რას ნიშნავს „ლიკვიდაციონე“ (Liquidazione) და როგორ ხდება მისი დაანგარიშება? – ამ საკითხის შესახებ, ნეაპოლში მცხოვრები მედიატორი ია ლალუაშვილი გვესაუბრება.

ლიკვიდაციონე არის გადასახადი, რომელსაც დამსაქმებელი ანაზღაურებს იმ შემთხვევაში როცა სამუშაო ხელშეკრულება შეწყდება. ანუ თანხა რომელიც ხელფასს ემატება.  უფრო გავრცელებულია როცა  მას ყოველი წლის ბოლოს იხდიან, რადგან თავიდან აირიდონ დაგროვილი თანხის ერთიანად გადახდა.

უნდა ვიცოდეთ რომ სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების დრო უნდა აღემატებოდეს 8 დღეს, არაუმეტეს 30 დღისა. (შესრულებული სამსახურის საათებისა და ხანდაზმულობის მიხედვით). 

„ლიკვიდაციონეს“ დაანგარიშება ძალიან ტექნიკურია, უპირველეს ყოვლისა ჯამდება მთელი წლის განმავლობაში აღებული ხელფასი და იყოფა 13,5-ზე.

მაგალითისთვის: ავიღოთ მომვლელის ანუ badante convivente-ს ხელფასი, თუ ის შეადგენს 1,120 ევროს, ამას ემატება 194,10 € (კვების და საცხოვრებლის) მიღებული თანხა, მრავლდება 12-ზე, ემატება მეცამეტე ხელფასი და იყოფა 13,5-ზე. ანუ ჯამი თითქმის ერთი თვის ხელფასს უტოლდება.

დამეთანხმებით არცთუ ისე ცოტაა, აქედან გამომდინარე სანამ სამსახურში შეხვალთ, თავიდანვე შეათანხმეთ პირობები, იცოდეთ თქვენი უფლებები. წინასწარ მოელაპარაკეთ როგორი უნდა იყოს თქვენი თანამშრომლობა, თორემ შემდეგ მოთხოვნები გვიანია ხოლმე.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გასაჩივრების უფლება გაქვთ, რაც ხანგრძლივი პროცესია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

? რა არის ISEE და რისთვის ესაჭიროება ის იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტს?

?ვის შეუძლია მიიღოს “DISOCCUPAZIONE“ – უმუშევრობის შემწეობა

?იტალია: Licenziamento – დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts