BREAKING

იტალია

რა არის ISEE და რისთვის ესაჭიროება ის იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტს?

რა არის ISEE? – ISEE ეს არის ოჯახის ერთეულის ეკონომიკური „პირადობის მოწმობა“ , ანუ დოკუმენტი ე.წ. ოჯახური სტატუსის შესახებ და ოჯახში მცხოვრები ყველა პირისა და ერთობლივ ეკონომიკური დონი განსაზღვირს  შესახებ.

ISEE არის ძირითადი ინსტრუმენტი გარკვეული ბონუსების ან სუბსიდირებული სოციალური შეღავათების მისაღებად, რომელსაც წლის მანძილზე სახელმწიფო გასცემს. 

ხსენებული დოკუმენტის დამზადება ყოველწლიურად ხდება ე.წ. „კაფ-პატრონატოებში“ და მისი მოქმედების ვადაა 31 დეკემბერი.

რისთვის გამოიყენება ISEE?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ISEE არის ინსტრუმენტი, რომლითაც მოწმდება, აქვს თუ არა ოჯახს გარკვეული სუბსიდიების, შეღავათების და შემწეობის მიღების უფლება მათი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

რამდენიმე პრაქტიკული მაგალითისთვის, ISEE უნდა წარადგინოთ, როდესაც გსურთ მიიღოთ:

➡️ფასდაკლება გაზის, წყლის ან ელექტროენერგიის გადასახადებზე (ე.წ. სოციალური ბონუსები );
➡️ფასდაკლება ტელეკომის ლიცენზიის და RAI ლიცენზიის მოსაკრებლებზე;
➡️ფასდაკლება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე;
➡️ფასდაკლებები უნივერსიტეტის საფასურზე;
➡️შეღავათები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
➡️შეღავათები, როგორიცაა ინკლუზიური შემწეობა, ტრენინგები და სამუშაო მხარდაჭერა, ერთიანი უნივერსალური შემწეობა ან ფსიქოლოგის ბონუსი;

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts