დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით!!! ლორენცო პაპა უპასუხებს თქვენს მიერ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას, რომელიც ეხება ხელფასის სხვაობას, როცა ოჯახში დასაქმებულ პირს მზუნველობა, ორ ადამიანზე უწევს, იგულისხმება კატეგორია CS.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება საემიგრაციო ორგანიზაცია Centro servizi Geo House-ს, იტალიის ეროვნული ასოციაიცია Domina -ს და საემიგრაციო მედიაპლატფორმა Apriori TV • აპრიორი ტვ -ს მხარდაჭერით.
Lorenzo Papa: უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ იტალიის მასშტაბით, საშინაო მომსახურების ეროვნული კოლექტიური შრომითი კონტრაქტი ყველგან ერთნაირია. ეს ნიშნავს, რომ ბარში, რეგიო კალაბრიაში, ნეაპოლში მოქმედი წესები იგივეა, რაც მილანში, უდინეში, რომში და იტალიის სხვა ქალაქებში. ხელშეკრულებისა და ხელფასის პირობებში რეგიონული სხვაობა არ არსებობს.
შესაძლოა, მილანში ან იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების გამო, დამსაქმებლები უფრო მაღალი ხელფასის გადახდისკენ იყვნენ მიდრეკილნი, მაგრამ თავად კონტრაქტი ყველგან ერთნაირია. ამიტომ, რასაც ახლა აგიხსნით, მთელ იტალიაზე ვრცელდება და არ იცვლება. ნუ დაუჯერებთ ჭორებს, რომ მილანში 1,800-1,900 ევროს უხდიან, ხოლო ბარში ან რეჯიო კალაბრიაში მხოლოდ 1,100 ევროს – ეს სიმართლე არ არის.
ხელფასის მინიმალური ოდენობა განსაზღვრულია და ახლა ამას განვიხილავთ. მე შემოგთავაზებთ შედარებით ანალიზს, რათა გაგიმარტივოთ საკითხის გაგება.
მაგალითად, ავიღოთ დამსაქმებელი ლორენცო პაპა და თანამშრომელი ნინა. მისი კონტრაქტი განუსაზღვრელი ვადითაა გაფორმებული და მისი სამუშაო პოზიცია CS (არაავტონომიური (Non autosuficente) პირების მომვლელი) კატეგორიაში შედის. ის თანაცხოვრებით მომუშავე თანამშრომელია და კვირაში 54 საათი მუშაობს, რაც აუცილებელია, რომ ამ რაოდენობით იყოს მითითებული.

ეხლა განვიხილოთ ხელფასი:
- ერთი პირის მოვლისთვის: თვიური მთლიანი ხელფასი 1,137 ევროა. თუმცა, ეს მთლიანი თანხაა, რაც ნიშნავს, რომ მასში შედის ნაწილი, რომელიც თანამშრომლის საპენსიო და სოციალური გადასახადებისთვისაა განკუთვნილი. დამსაქმებელი ვალდებულია ყოველ სამ თვეში ერთხელ ეს თანხა გადაიხადოს, მაგრამ მას უფლება აქვს, ყოველთვიურად ამოაკლოს თანამშრომლის ხელფასიდან ეს წილი. ეს თანხა დაახლოებით 77 ევროა, ამიტომ ნაღდი ხელფასი 1,060 ევრო გამოდის.
- ორი პირის მოვლისთვის: მთლიანი ხელფასი 1,251.92 ევროა, რაც ერთი ადამიანის მოვლასთან შედარებით 114 ევროთი მეტია. მაგრამ აქაც იმავე პრინციპი მოქმედებს – 77 ევრო მაინც სოციალურმა გადასახადებმა უნდა შეადგინოს, ამიტომ ნაღდი ხელფასი 1,174.69 ევროა.
შესაძლოა, ზოგიერთ დამსაქმებელს სურდეს, რომ ხელფასში ჩაითვალოს ისეთი კომპონენტებიც, როგორიცაა:
- მე-13 ხელფასი (დეკემბერში გადასახდელი)
- TFR (სამსახურიდან წასვლის კომპენსაცია)
- შვებულების ანაზღაურება (თუ შვებულება არ იქნა გამოყენებული)
თუ ეს ყოველთვიურად უნდა ჩაირიცხოს, მაშინ:
- ერთი პირის მოვლისთვის ჯამური ხელფასი იქნება 1,379 ევრო.
- ორი პირის მოვლისთვის – 1,522.45 ევრო.
ეს არის ძირითადი განსხვავება ერთი ან ორი ადამიანის მოვლას შორის.
რაც შეეხება იმას, რომ ზოგს მეტს უხდიან და ზოგს ნაკლებს – დამსაქმებლებს შეუძლიათ, სურვილისამებრ, ხელფასი გაზარდონ, მაგრამ არ შეუძლიათ ხელფასის დაკლება კანონით განსაზღვრული მინიმუმის ქვემოთ.
დასასრულს, მინდა გაცნობოთ, რომ მომავალ შეხვედრაზე ვისაუბრებთ ღამის ცვლის ანაზღაურებაზე. ეს საკითხი ასევე ხშირად გაწუხებთ – როგორ უნდა დაანგარიშდეს ღამის ცვლის საათები, როგორია ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ ღამით გიწევთ გაღვიძება და ა.შ. ამის შესახებ დეტალურად ვისაუბრებთ შემდეგ ხუთშაბათს.
მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
AprioriTV-ს საემიგრაციო თემების სპონსორია ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ყველა სახის საემიგრაციო მომსახურებას სთავაზობს.
მეტი ინფორმაცია და კონსულტაცია – დაუკავშრიდით პირად შეტყობინებაში
(Whatsapp) +39 327 093 4122
800 592 869
მისამართი: Via Scipione Crisanzio, 6, Bari, Italy