BREAKING

იტალია

ყურადღება ‼️ INPS-ის სახელით გავრცელებული თაღლითური შეტყობინებები – როგორ დავიცვათ თავი

მილანი – ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები იღებენ SMS შეტყობინებებს ან ელ.ფოსტებს, თითქოსდა INPS-ის (იტალიის სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტის) სახელით, თუმცა ეს ყველაფერი თაღლითობის მცდელობაა.

მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი როზა ლიპარტელიანი თანამემამულეებს აფრთხილებს:

„თუ შეტყობინებაში გთხოვენ პერსონალურ მონაცემებს ან ანგარიშზე თანხის გადარიცხვას – ეს თაღლითობაა! INPS არასდროს ითხოვს მსგავსი სახის ინფორმაციას ელ.ფოსტით ან SMS-ით.“

🛑 ხშირად ასეთი შეტყობინებები მოდის დამახინჯებული მისამართებიდან — მაგ. insp.it, ipns.it, inpis.it და სხვა მსგავსი ვარიანტები, რაც მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება რეალური მისამართისგან.
‼️ ასეთ ბმულებზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააჭიროთ!

📌 ოფიციალური საიტი მხოლოდ და მხოლოდ www.inps.it
👉 გადადით მხოლოდ ამ ბმულზე, როცა გჭირდებათ ინფორმაციის გადამოწმება ან რომელიმე სერვისით სარგებლობა.

INPS-ის რეალური შეტყობინებები მხოლოდ შეფასების ან მომსახურების კმაყოფილების საკითხებს ეხება. სხვა ყველა შემთხვევა შესაძლოა თაღლითობის მცდელობა იყოს!

📣 AprioriTV უჭერს მხარს ემიგრანტების ინფორმირებულობას და მოუწოდებს საზოგადოებას, გაფრთხილდნენ ონლაინ საფრთხეებისგან და გადაამოწმონ ყველა საეჭვო შეტყობინება მხოლოდ ოფიციალურ წყაროებში.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ❗შეიცვალა „ბადანტეს“ ლიკვიდაციის (TFR) აღების წესი — ახალი რეგულაცია ძალაშია

📌 AprioriTV — ემიგრანტთა ხმა იტალიაში

📌 იტალიაში ქართველი ახალგაზრდა მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts