BREAKING

იტალია

მკაცრი კონტროლი მილანში: კარაბინერები ტრანსპორტში უსაბუთო და უბილეთო მგზავრებს ამოწმებენ

მილანში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლი მკაცრად ხორციელდება — ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ქართველი ემიგრანტი როზა ლიპარტელიანი. მისი თქმით, ერთ-ერთ ავტობუსში მიმდინარეობდა მასობრივი შემოწმება, რის გამოც გაჩერდა ავტობუსი და ჩაკეტეს ყველა გასასვლელი.

„ძალიან მკაცრად გაკონტროლდა… გამოიძახეს კარაბინერებიც,“ — წერს ემიგრანტი და განსაკუთრებით აფრთხილებს იმ პირებს, რომლებიც უსაბუთოდ გადაადგილდებიან იტალიაში.

მგზავრებს მოუწოდებენ, იმოძრაონ წესების დაცვით, ყოველთვის ჰქონდეთ საბუთები და ბილეთი.
როგორც ირკვევა, კონტროლის ტალღა შესაძლოა უკავშირდებოდეს ზოგად უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასა და მიგრანტთა მდგომარეობის ზედმიწევნით შემოწმებას.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts