ჭამე, იფიქრე, იმოქმედე – ქართულ-იტალიური პროექტი ემიგრანტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის!
მალე, მამუკა რაშოიანი წარმოგიდგენთ შინაგანი ძალის აღმოჩენისა და პიროვნული ზრდის მასტერკლასებს.
ქალაქ ბარიში მყოფ ქართულ დიასპორას გამორჩეული შესაძლებლობა გეძლევათ, შეხვდეთ მამუკა რაშოიანს და დაიწყოთ სრულიად ახალი ცხოვრება, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის გარდამტეხი მომენტი გახდება.
მამუკა რაშოიანი, მრავალი წელია ადამიანებს შინაგანი ძალისა და პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება. მისი უნიკალური მიდგომა აერთიანებს ფიზიკური და გონებრივი განვითარების ელემენტებს, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, სულიერი ჰარმონია და რეალური თვითმყოფადობა შეიგრძნონ.
მამაკუს კურსზე დასწრება არა მხოლოდ გარდაქმნის თქვენს შინაგან სამყაროს, არამედ გაგიხსნით გზას ახალი შესაძლებლობებისკენ. მისი გამოცდილება და ცოდნა შინაგანი სიმშვიდის და თავდაჯერებულობის მიღწევაში დაგეხმარებათ.
გადადგით ნაბიჯი საკუთარ თავთან ახლოს მისასვლელად და იპოვეთ გზა, რომელიც თქვენს უნიკალურ “მეს” საუკეთესოდ წარმოაჩენს.
მამუკა რაშოიანი და პიერო ფანიცი
პროექტი, იტალიელ, პროფესიონალ ფოტოგრაფთან პიერო ფანიცისთან ერთად ხორციელდება, რომელიც კურსზე დასწრების მსურველებს საჩუქრად პერსონალურ ფოტო-სესიას მიუძღვნის.