BREAKING

იტალია

იტალია: არ ენდოს იოლად წამყვან ადამიანებს და კომპანიებსა, რადგან მათ ზურგს ამოფარებული კანიბალი დამსაქმებლები პირად მონად აქცევენ!

ემიგრანტი ანა ბურდული, სოციალურ ქსელში იმ მძიმე რეალობის შესახებ წერს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ე.წ. დამსაქმებლები და სამსახურის არაოფიციალურად გამყიდველი ემიგრანტები სჩადიან იტალიაში. ადამიანებით უკანონო ვაჭრობის თანამედროვე ვერსია და ტრეფიკინგი ემიგრანტებისთვის უცხო აღარ არის. სწორედ ერთ-ერთ მსგავს შემთხვევაზე, ანა ბურდული უმძიმეს ისტორიას ყვება:

მეგობრებო,გააფრთხილეთ ყველა ახლობელი, ემიგრაციაში წამომსვლელი, რომ იყოს ფრთხილად!

არ ენდოს იოლად წამყვან ადამიანებს და კომპანიებსა,რადგან მათ ზურგს ამოფარებული კანიბალი დამსაქმებლები პირად მონად აქცევენ!

ბოლო შემთხვევას დავწერ. ჩამოიყვანეს 57 წლის ქალი საქართველოდან. მისცეს სამუშაო, საიდანაც სამი კვირის მერე გასაქცევი გახდა, რადგან 20 დღე იყო მშიერი და უპატრონო. ამ სერვისში მოსთხოვეს 1 560 ევრო. 1000 გამოართვეს.

ქალი, სამუშაოდან გაქცევის მერე შეიფარა ქუჩიდან ემიგრანტმა. იმ ღამეს მიიღო ინსულტი და ინსულტის შედეგად, დაცემის გამო მიიღო – მოიტეხა ფეხი.

მას ჩამოეთმეული ჰქონდა პასპორტი დამსაქმებლისგან, რომელსაც ვერ გადაუხადა 560 ევრო და პირიქით, ასი ევრო სასესხებელი გაუხდა მათგან, რომელიც პროცენტით ასესხეს.

სავადმყოფოში მოითხოვეს პასპორტი. დამსაქმებელმა ასლი მიიტანა და მოგვწერა – თუ საემიგრაციო ზრუნავთ მასზე, იზრუნეთ და ვალი გადაახდევინეთო!

ქალის ოჯახმა საქართველოში შეიტანა საჩივარი ამ ტრეფიკინგის გამო.

რის მერეც იმარჯვეს დამსაქმებლებმა და გააგზავნეს ერთი ქართველი ქალი მასთან “მშვიდობის ელჩად”, გაატანეს პასპორტი და ჩაიწერეს მწოლიარე ინსულტიანი ქალისგან, რომ ვითომ თავად არაფერი დავა არ აქვს დამსაქმებლებთან, ჰქონდა შაქარი წნევები და ინსულტიც ამ მიზეზით ემართებათ მსგავსი დიაგნოზებში დროს.

“მშვიდობის ელჩმა” არცერთი ხმოვანი არ ჩაიწერა დამსაქმებლებისგან, რომ არანაირი დავა არ უნდა ჰქონოდათ და არ ექნებათ დაზარალებულ ქალთან! სირცხვილია ეს ორმაგი თამაში ამ დროს! ეს ქალბატონი გადის რეაბილიტაციას და ალბათ დაბრუნდება საქართველოში.

მეგობრებო! გააფრთხილეთ ყველა ნაცნობი, ნუ გაებმება დამსაქმებლის მახეში, რადგან მისი პატრონი ერთი-ორი ემიგრანტი თუ აღმოჩნდა უცხოეთში, თუ არა, ბიუროკრატია ისეა გამეფებული, რომ სახელმწიფო მექანიზმები მის დასაცავად ჯერ კიდევ დუმს.

არავინ მითხრას, რომ დრო სჭირდება ყველაფერს! კუბოების ჭედვას ხომ არ სჭირდება დრო?!

ამ შემთხვევაში ეს ქალბატონი გადარჩა იმიტომ, რომ რამდენიმე ქართველი ფეხზე დავდექით და ჩვენი ძალა დავანახეთ დამსაქმებლებს!

რა თქმა უნდა, საკონსულო ინფორმირებულია ყველა დეტალზე და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა!

(ჩემ სახლთან ვიდეოთვალი უკვე დავამონტაჟე და ნებისმიერი საჭვო მოძრაობა ვინმესგან, პირდაპირ ეცნობება ადგილობრივ პოლიციას!)

ემიგრანტებო!!! თუ ხართ ტრეფიკინგის მსხვერპლი ე.წ. დამსაქმებლის მხრიდან ან ადგილი აქვს თქვენს მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ თუ ფიზიკურ ძალადობას, დაგვიკავშირდით, მოგვწერეთ, ჩვენ შევეცდებით უსწრაფესი რეაგირება მოვახდინოთ თქვენს შეტყობინენეზე!

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts