დავით ქურდიანი – მისი ვიდეობი ხშირად მხვდებოდა სოციალურ ქსელში, შემდეგ კი აღმოვაჩინე რომ ემიგრანტია და ამჟამად სალერნოში ცხოვრობს. დავუკავშირდი და შევთავაზე ინერვიუს ჩაწერა, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა.
დავით, მადლობა რომ დამთანხმდი ინერვიუზე. მოგვიყევი შენზე და გვითხარი როდის და როგორ დაიწყე სიმღერა ?
მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით ჩემით, კი ვმღერივარ ძალიან მიყვარს სიმღერა, საქართველში უფრო აქტიურად ვმღეროდი, მომღერალი არ ვარ ძირითადად ოჯახის წევრებთან და ან სამეგობრო წრეში ვმღეროდი, არ მაქ მუასიკალური განათლება, ამიტომ არ მაქვს ამბიცია ჩემ თავს მომღერალი ვუწოდო. დღეს ვინც მიკროფონი დაიკავა ხელში ბევრი მის თავს მომღერალს უწოდებს.
ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები გაქვთ, რატო არ გაყევით სიმრერას?
ახლა 41 წლის ვარ, მამა დამეღუპა, როცა 14 წლის ვიყავი, სკოლა დავამთავრე თუ არა მალევე დავიწყე მუშაობა, ყველამ გამოვიარეთ გაჭირვება, იმ დროს სწავლაზე არც ვფიქრობდი. ბავშობაში უფრო ხატვა მიტაცემდა და დავამთავრე სამხატვრო სკოლა და შემდეგ ტექნიკუმი, საშვალება რომ ყოფილიყო მაშინ ალბათ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი, სიმღერა უფრო გვიან დავიწყე, ვგალობდი ეკლესიაში, საოპერო ხმა მაქვს, თითქმის ყველა სიმღერას მაგ სტილში ვასრულებ, ახლა რომ დამაბრუნა ბავშობაში კონსერვატორიაში ჩავაბარებდი, მივიღებდი მუსიკალურ განათლებას ან ოპერას გავყვებოდი, ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა, მაღალი ნოტები კი ჩემი ჟანრია.
საზოგადოებამ როგორ გაგიცნოთ?
სიმღერებს ვასრულებდი, შემდეგ სოციალურ ქსელში ვტვირთავდი, ამან გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი. პირველად ვიდეო დავდე 2017 წელს დედასთან ერთად შევასრულე, “დაუკარით, დაუკარით“, დედაც კარგად მღერის, ამას მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება, ამის შემდეგ მიმიწვიეს სხვადასხვა ტელევიზიაში.
ემიგრაციაში როგორ მოხვდით ?
ჯერ 3 წელია რაც ემიგრანტი ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის საუკუნეა, ძალიან მიჭირს. როგორც ვთქვი ბავშობიდან ვმუშაობ, მაგრამ ის რომ ანაზღაურება დაბალი და კაპიკებზე მიწევდა მუშაობა, მივხვდი რომ რაღაც უნდა შემეცვალა, როცა აქ მოვდიოდი არ მქონდა იმის ილუზია რომ კაბინეტში დამსვამდა ვინმე, ან სადმე ფულს მოვკრეფდი, ან იქნებოდა ისეთი სამსახური რომელიც ჩემს პროფესიას გემოვნებას და მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, ზუსტად ვიცოდი რა პირობები იყო, რა სირთულეები იყო, ეს ძალიან გააზრებულად გადავდგი ეს ნაბიჯი. აქ უცხოეთში უმუშევარი ყოფნა ძალიან ძნელია, არასოდეს დამიწუნია სამსახური. ახლა ვმუშაობ და თან ისეთ სამსახურში რომელასც ცუდ სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი.
აქ, ემიგრაციაშო ყოფნის დროს როგორ მოახერხეთ ფესტივალში მონაწილეობის მიღება?
აქ ძირითადად ვმღეროდი ნიკოლოზ ადამიასთან ერთად, იყო ესეთი რესტორანი იტალიური სადაც ქართველები დასვენების დღეს ატარებდნენ, აქ ვმღეროდით მე და ნიკა, მაგრამ მხოლოდ დასვენების დღეებში, შემდეგ ეს რესტორანი დაიკეტა და სამწუხაროდ ვეღარ ვმღერით. ფესტივალში მონაწილეობა მეგობარა გვითხრა, ეს იყო საერთაშორისო “Festa dei Poppoli” “საერთაშორისო სახალხო ფესტივალი” და აქაც მე და ნიკა გამოვედით, სულ 3 ჯერ მივიღეთ მონაწილეობა, წინა წელს დაემთხვა სიმბოლურად თიბილისობას აღნიშნავდნენ საქართველოში და მე და ნიკამ სალერნოში ფესტივალზე ზუსტად ეს სიმღერა შევასრულეთ “თბილისო “, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება და ემოციები გამოიწვია, როგორც ქართველებში ასევე იტალიელებში, ყველა მადლობას გვეუბნებოდა, ჩვენც ამაყად ვაფრიალებდით ჩვენ ქართულ დროშას.

თქვენი სიმღერები თუ გაქვთ?
დიახ მაქვს რამოდენიმე სიმღრეა, სიმღერა დედაზე, ტექსტის ავტორი მარინა ყიფიანი, კომპოზიტორი ნიკოლოზ ადამია. “ვედრება ” ტექსტის ავტორი მაია ხოფერია და კომპოზიტორი ნიკოლოზ ადამია . “ჩვენ დავბრუნდებით ” სიმრერა ეძღვნება ყველა ემიგრანტს საქართველოდან ტექსტის ავტორი მარინა ყიფიანი და კომპოზიტორი ნიკოლოზ ადამია არანჟირემა ზაზა გოჩიტაშვილი.
დავით რას გვეტყვი ემიგრანტებზე?
ემიგრაცია ეს არის ჩვენი სურვილით მიღებული მდგომარეობა, ზოგისთვის დროებით ზოგისთვის პირიქით, აქ ძალიან ბევრი ქართველია ამ ქალაქში არის ყველა თაობა, ყველაზე ძალიან გული მწყდება როცა ემიგრაციაში ვუყურებ ასაკიან ადამიანს, მინდა რომ დაბრუნდნენ. გული მწყდება იმ დედებზე და შვილებზეც, დედები ემიგრაციაში რომ გამოუშვეს, მე არასოდეს ვიქნებოდი ემიგრანტი დედის შვილი, ძალიან მინდა ყველა დაბრუნდეს საქართველოში, მეც მალე დავბრუნდები, ძალიან მალე. ერთი დღეც არ გასულა იმაზე ფიქრის გარეშე რომ არ მეფიქროს დაბრუნებაზე, მიკვირს ძალიან როცა ემიგრანტს ვეკითხები როდის აპირებს დაბრუნებას და მპასუხობს რომ აქ თავს კარგად გრძბობს და საქართველოში რა უნდა. კაცმა რომ გვკითხოს საქაღთველო ღარიბი ქვეყანა და მაგიტო ვართ ემიგრაციაში, მაგრამ ყველაზე გემოვნებიანად ჩვენ ვიცმევთ, ბოლო მოდელი ტელეფონი გვაქვს, მანქანაც კარგი უნდა გვყავდეს და ახლა ისეთი მშენებლობის ბუმია საქართველოში ბინებიც მაღალი კლასის შენდება. ამ ღარიბ ქვეყანაში ამ მდირულ ბინებს ვის უშენებენ სულ მაინტერესებს, ნახევარზე მეტ ემიგრანტს დაბრუნება არ უნდა, კითხვას რომ დაუსმევ რატო არ ბრუნდები, დააბრალებს მთავრობას. წინა ხელისუფლების დროსაც გვყავდა ემიგრანტები ეხლანდელი და მომავალი ხელისუფლების დროსაც გვეყოლება. ჩვენც თითოეულმა ქართველმა უნდა ვიგრძნოთ ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და როცა რაღაც ჩვენი ბრალია ან ჩვენი გასაკეთებელია სხვას არ უნდა დავაბრალოთ.
საქართველოზე რას გვეტყვი?
ჩვენ ქართველებს გვინდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, გვინდა ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო და თუ არ ვართ დღეს ამას ვაბრალებთ ვის? – მთავრობას. ყველამ ჩვენს თავში რომ პასუხიმგებლობა ვიგრძნოთ იქნებ ამით დაგვეწყო ცვლილებები და მერე ქვეყანაშიც შეცვლილიყო რამე. როცა უძრავ ქონებას ფლობ მატერიალურად არ გჭირდება სახელმწიფოს დახმარება რატო მიდიხარ და სოციალურ დახმარებას თხოვ ქვეყანას, ესაც პასუხისმგებლობაა. ჩემს ოჯახს ხალიან უჭირდა მაგრამ არასოდეს მოგვითხოვია სოციალური დახმარება, იმიტომ რომ ვხედავდი სხვას უფრო ჭირდებოდა. ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, მაგრამ ჯერ ჩვენ თავებში ვეძებოთ და ვეცადოთ გამოვასწოროთ. ახლა არ დავიწყებ არც პოლიტიკის განხილვას ვის უჭირს, ვინ მატერუალურად კარგადაა, ეს ძან შორს წაგვიყვანს, მაგრამ მიუხედავად რა სოციალური ფენა ხარ, რა პროფესია გაქვს, ვისი პარტიის წევრი ხარ, ჯანმრთელი ხარ თუ არა ეს ეხება ყველას. გამოდიხარ გარეთ ქუჩაში გხვდება ათობით ძაღლი ამ დროს შენი უსაფრთხოება დაცული არა, ეს თემა ძან მაწუხებს მაფიქრებს. როცა გვინდა ტურუსტი ჩამოვიდეს საქართველოში უპატრონი ძაღლები არ უნდა დადიოდნენ ქუჩაში. მიყვარს ჩემი ქვეყანა და გული შემტკივა . 3 წელი ემიგრანტი ვარ, ვისთვის ბევრი, ვისთის ცოტა, ჩემთვის ძალიან ბევრია, ქართული ყველაფერი მენატრება, ქართული კერძები განსაკუთრებით, აქ თითქოს გემო არა აქვს არაფერს, ჩემთვის პრიორიტეტია ყველაფერი ქართული, სხვა ქვეყნისას ვერასოდეს ვერ დავაყენებ წინ. შეიძლება ეს ნოსტალგიიდან იყოს გამოწვეული. მე მალე დავრუნდები საქარტველოში, იქ მელოდება დედა, რომელსაც აქედან ჩემი გაგზავნილი ფული კი არ სჭირდება, ჩემი ფიზიკურად იქ ყოფნა უფრო ჭირდება.
მადლობა დავითს გულახდილი საუბრისთვის და ვუსურვოთ მას და ყველა ემიგრანტს მალე დაბრუნება საქართველოში.
ინტერვიუ მოამზადა ქეთი ტუშურმა