32 წლის ქეთი ქიბიშაურის ისტორია სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებულია. ის იტალიაში 2015 წელს ბარიში ჩამოვიდა, სადაც შემთხვევით იტალიელების ოჯახში აღმოჩნდა, ამ ოჯახმა კი იგი იშვილა.
ახალგაზრდა ემიგრანტმა მასპინძელებისგან ბევრი რამ ისწავლა, მთავარი ის კი, რომ ეროვნული განსხვავება ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობის მატარებელი არაა. ,,მიუხედავად განსხვავებული ფენისა და ეროვნებისა თავი არ მიგვრძნია როგორც არა ამ ქვეყნის და ოჯახის შვილი, ამიტომ არ მქონია ის სიტუაცია რომ ჩემთვის იტალიაში ცხოვრება იყო იძულებით და რაღაცის გამო მიწევდა რამის ატანა. ამ ოჯახმა მე ზღაპრული ცხოვრება მომცა რის გამოც მადლიერი ვიქნები რათქმაუნდა მთელი ცხოვრება”
მას შემდეგ, რაც იშვილეს, ქეთისთვის იტალია მეორე სამშობლო გახდა, ყველაზე მეტად კი მას ამ ერის ემიგრანტებისადი ჰუმანური დამოკიდებულება მოსწონს.
დედობილის გარდაცვალების შემდეგ, ქეთი, ბარიდან მილანში წავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ, რადგან მისი თქმით ეს ქალაქი საკუთარი შესაძლებლობებების განხორციელების უფრო მეტ შანსს აძლევს. ის ამჟამად ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს და ამავე დროს ფოტოგრაფიის კურსს გადის. ახალგაზრდა ემიგრანტისთვის იტალია დიდი შესალებლობების ქვეყანაა. ,,იტალია ეს ის ქვეყენაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი უნარების რეალიზება რადგან აქ ძალიან დიდი შესაძლებლობებია.არასოდეს დავმდგარვარ გამოწვევების და დაბრკოლების წინაშე.ენის ბარიერიც თავდაპირველად ისე მარტივად გადამალახინეს რომ არანაირი უხერრხულობის მომენტი არ მქონია.ვიტყვი რომ ძალიან გამიმართლა და მადლიერი ვიქნები როგორც ქვეყნის ასევე თითოეული ადამიანის.”
ქეთი თავისი ცხოვრებით კმაყოფილია და საქართველოში საკუთარ თავს ვერ ხედავს, იგი ცხოვრების გაგრძელებას იტალიაში აპირებს, თუმცა სამშობლო, მასაც, სხვების მსგავსად ენატრება. ,,ყველა ეტაპზე მენატრება საქართველო. განსაკუთრებით მეგობრები და ურთიერთობები ეს გრძნობა რთქმაუნდა მუდამ იქნება ჩემთან ერთად.”
რას ურჩევდა თანატოლებს, რომლებიც ახლა გადიან ემიგრაციის გზას? – ამ კითხვაზე ახალგაზრდა ემიგრანტი, ასე გვპასუხობს :,,ვურჩევდი რომ არ შეუშინდნენ დაბრკოლებას,სიძნელეებს,რთულ დღეებს, სამშობლოს მონატრებას.მიზნის მიღწევას ყოველთვის ჭირდება დიდი ძალისხმევა თუმცა შეუძლებელი არაფერი და მიუღწეველუ მიზანი არ არსებობს.მთავარი მონდომება და მოთმინებაა.”
სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი
AprioriTV-ს რუბრიკის „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“ ოფიციალური სპონსორია ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ყველა სახის საემიგრაციო მომსახურებას სთავაზობს. Geo House-ის მხარდაჭერით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდა ემიგრანტების ისტორიების გაცნობას, რათა მათ გამოცდილება, წარმატებები და გამოწვევები ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.