BREAKING

გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი

„ემიგრაციაში ნაპოვნი ოჯახი და საკუთარი საქმე” – თამარ გვარამაძე რუბრიკაში ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი”

AprioriTV-იტალია

ჟურნალისტი: ნინო ბოლაშვილი

,,სრულიად მარტო რომიდან ავტობუსით წავედი, მაგრამ სად მივდიოდი, ვინ უნდა დამხვედროდა სად და ვისთან უნდა მემუშავა.”– ასე იხსენებს 31 წლის თამარ გვარამაძე იმ ერთ-ერთ ემიგრაციის რთულ დღეს, როდესაც ახალადჩამოსული, დაბნეული და შეშინებული იყო.

საქართველოში ის რამდენიმე ადგილას მუშაობდა, მათ შორის საქორწინო კაბების მაღაზიაში. დასაქმებული კი თამარი 19 წლიდანაა. თუმცა ერთ დღესაც მიხვდა, რომ იქ დროსა და რესურსებს ტყუილად ხარჯავდა და საპასუხოდ ვერაფერს (მათ შორის ვერც შესაბამის ანაზღაურებას ) იღებდა, მას იმედი გაუჩნდა, რომ ადრე თუ გვიან საკუთარ პრობლემებს სწორედ ემიგრაციაში მოაგვარებდა,, ხო და 25 წლის ვიყავი როცა გადავწყვიტე იტალიაში წამოსვლა.იყო უსაშველოდ რთული . არ არსებობს სიტყვები რომლებიც ამ სიტუაციას გამოხატავს. მაგრამ უნდა ვყოფილიყავი ძლიერი და უნდა მესწავლა ის რაც საჭირო იყო.

ახალგაზრდა ემიგრანტისთვის ყველაზე ემოციური ოჯახის წევრებთან დამშვიდობება და მათი გაურკვეველი დროით დატოვება იყო. ,,როდის დაბრუნდები? -ჩემი 10 წლის ძმის კითხვა რა უნდა მეპასუხა როცა მეც კი არ ვიცოდი.დედა, მამა, ძმა პატარა, და, სიძე და დისშვილი 1 წლის.”

თამარის პირველი სამსახური იტალიაში, როგორც ქართველების უმრავლესობის, მოხუცის მომვლელად დღე-ღამის განმავლობაში მუშაობა იყო , თუმცა მას გაუმართლა და საოცრად თბილი ოჯახი დახვდა, რომელთანაც ურთიეთობა, ბებიის გარდაცვალების მიუხედავად, დღემდე გრძელდება.. ,,საოცარი ხალხი შემხვდა, ოჯახი, რომელმაც ისე მიმიღო როგორც საკუთარი შვილი.მათზე შემიძლია უსასრულოდ საუბარი. ყველანაირად გვერდში მიდგანან და ყველაფერი გააკეთეს რომ თავი მეგრძნო როგორც საკუთარ ოჯახში. დღესაც ჩემი მეორე ოჯახი არის.”

მასპინძელი ოჯახის დახმარებით, ახალგაზრდა ემიგრანტმა ჯანაცვის სფეროში სერთიფიკატიც აიღო და ამჟამად იგი მოხუცთა მოსასვენებელ სახლში მუშაობს. პარალელურად, მან დაარსა სტუდია ,,LUNA ART”, და ამზადებს სურნევლოვან სანთლებს , ასევე მუშაობს თაბაშირის და ეპოქსიდის საშვალებით უამრავ, მრავალფეროვან ნივთებს. თამარმა ეს საქმიანობა სალომე ქურასბედიანისგან შეისწავლა. (სალომეს ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ ,,ახალგაზრდა ემიგრანტის” რუბრიკაში) ,,ამის კეთება მამშვიდებს რაც არუნდა დაღლილი ვიყო, ხშირ შემთხვევაში ღამეებსაც ვათენებ რომ მომხმარებელს დროულად მივაწოდო ნივთი.ვიმედოვნებ რომ , მეტად გავიზრდები ამ სფეროში და ბევრ სილამაზეებს შევქმნი.”

რაც შეეხება საქართველოში მიმოსვლას, ახალგაზრდა ემიგრანტმა სამშობლოში და ოჯახთან წასვლა 6 წლის შემდეგ ორი კვირით მოახერხა და მან ახალდაბადებულ დისშვილთან ჩახუტებაც პირველად მოახერხა.

რას ურჩევდა თამარი ახალბედა ემიგრანტებს ან მათ,ვინც ახლა აპირებს იტალიაში ჩამოსვლას? ,,უნდა იყოთ ძლიერები შინაგანად და ყველაფერი მშვიდად და დაფიქრებულად გადაწყვიტოთ. ყველა ერთნაირი არ არის , რადგან იტალიის ყველა კუთხე ძალიან განსხვევდება ადამიანის ხასიათებით თუ ტრადიციებით. თავს გაუფრთხილდით და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ნერვებს. მოთმინებაც საჭირო არის მაგრამ ზომიერად,დამსახურებულად. თავი არ დააჩაგვრინოთ და თუ არ გექცევიან კარგად ოჯახის წევრები არც კი დაფიქრდეთ , მაშინვე შეიცვალეთ სამსახური. არ შეგეშინდეთ სიახლეების და სიტუაციის გამოცვლის თუნდაც შეჩვეულები რომ იყოთ.მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ, მალე ახდენილ ჩანაფიქრს და სამშონლოში, ოჯახში დაბრუნებას”


AprioriTV-ს რუბრიკის „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“ ოფიციალური სპონსორია ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ყველა სახის საემიგრაციო მომსახურებას სთავაზობს. Geo House-ის მხარდაჭერით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდა ემიგრანტების ისტორიების გაცნობას, რათა მათ გამოცდილება, წარმატებები და გამოწვევები ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts