ბარისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ემიგრანტებისათვის!
იწყება რეგისტრაცია ინტეგრაციის უფასო კურსის მე-10 ჯგუფზე, რომელიც ორგანიზებულია Geo House-ის მიერ.
კურსი უფასოა და გათვლილია ემიგრანტებისთვის, ვინც ცდილობს უკეთ გაიგოს იტალიაში ცხოვრების წესები, შრომითი გარემო და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობები.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა კვალიფიკაციის სერთიფიკატი, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში (დასაქმება) და შრომით (სახელფასო) სტაბილურობაში.
შეხვედრები ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
მისამართი: Via Scipione Crisanzio, 6, Bari, Italy
ტელეფონი: +39 327 093 4122 (WhatsApp)
რეგისტრაციისთვის მობრძანდით ადგილზე ან დაგვიკავშირდით.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირადში ან დაგვირეკეთ ზემოთ მითითებულ ნომერზე.