BREAKING

ასტროლოგია

ცის კაბადონზე სერიოზული ამბებია

ძალიან ბევრმა ადამიანმა ისაუბრა, ამ მნიშვნელოვან პერიოდზე, ასევე მკითხეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროექტებით და კონსულტაციებით ვარ ამ ხანებში მეტად დაკავებული, ვეცდები მეც მოგახსენოთ თუ რა ხდება:

აპრილის მესამე დეკადაში და თვის ბოლოს, პრინციპში, უკვე ახლა ზუსტი შეერთებაა მსოფლმხედველობის, ექსპანსიის, წინსვლების მმართველ პლანეტა იუპიტერისა და რევოლუციის, რეფორმის მმართველ პლანეტა ურანს შორის. ეს შეერთება ხდება კუროს თანავარსკვლავედში.

მე ვიტყვი და მოგცემთ რეკომენდაციას, რომ დადებით შემთხვევაში, ვისაც გსურთ რაიმე სერიოზულ ფინანსურ-მათემატიკურ ოპერაციებს ჩაუყაროთ საფუძველი, გადადგით ეს ნაბიჯი! ნუ დაიზარებთ! ახლა რეორგანიზაციის, ცვლილების და ახალი გამოწვევების მიღების დროა! ეს პერიოდი ხელიდან არაა გასაშვები, ვინც ინტერესდებით ბიზნეს-მატერიალური გეგმებით და ფულის, უძრავი ქონების შეძენის ან გაყიდვის საკითხებით. ძალიან ბევრი დრომოჭმული ამბავი ჩაიფარცხება და დიდია შანსი ახალი ამოვიდეს. ათწლეულობითაც კი იმუშავებს კარგად დაორგანიზებული იდეა, თუ სწორად იქნება ყველაფერი გაფორმებული!

სად უნდა ვიყოთ ფრთხილად? ურანი ესაა ხალხის დაუმორჩილებელი ნაწილი, ფაქტობრივად, სოციუმის ის ნაწილი, რომელსაც შეუძლია რომ დიდი ამბოხი გამოიწვიოს ნებისმიერ სტრუქტურაში. კურო – ესაა + მიწა. ჩვენ ვნახეთ დაძაბული კონფლიქტები ქვეყნებს შორის და ვხედავთ ცალკეულ რეგიონებშიც, თუ რა ხდება. ამიტომ, თუ გვსურს ხალხის უმართავი მასა არ მივიღოთ, მაშინ ნებისმიერი ნაბიჯი კარგად აწონილი უნდა იქნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები ბევრგან შესაძლოა უმართავი გახდეს!

გამოიყენეთ თქვენი საქმეებისთვის, საუბრისთვის, შეთანხმებებისთვის კიდევ დაახლოებით ეს ერთი თვე. ნუ, აღდგომის მძიმე კვირაში, რა თქმა უნდა, დავისვენებთ, შემდგომ საქმეებს ისევ მივუბრუნდებით.

გისურვებთ ბედნიერ დღეებს!

ასტროფსიქოლოგი: გიორგი ლობჯანიძე

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts