BREAKING

ემიგრაცია

წიგნი, რომელიც ხმად იქცა – “ემიგრანტის შვილი”

ქართულ ლიტერატურაში ახალი და მტკივნეული ხმა გაისმა – გამოიცა თამარ ჩხაიძის სადებიუტო წიგნი “ემიგრანტის შვილი”, რომელიც ავტორმა ყველა ქართველ ემიგრანტს მიუძღვნა.

 წიგნი საქართველოს თანამედროვე რეალობაზეა.

მასში გადმოცემულია 13 წლის გოგონას ცხოვრება, რომელიც დედის გარეშე იზრდება საქართველოში. ბავშვური სიმამაცით და გონებრივი სიმწიფით უმკლავდება ყოველდღიურ სირთულეებს – ეკონომიურ კრიზისს, საზოგადოებრივ უთანასწორობას, სევდას, მოლოდინს და მონატრებას.

„წიგნი „ემიგრანტის შვილი“ ჩემი გულიდან წამოსული ხმაა, რომელიც დიდი ხანია მაწუხებს და მოსვენებას არ მაძლევს. მისი დაწერა შთამაგონა დღევანდელმა მძიმე რეალობამ – ჩემი ქვეყნის ტკივილმა, იმ მდგომარეობამ, რასაც დღეს ვხედავ და ვგრძნობ. წიგნის მიზანია საზოგადოების გამოღვიძება, თანაგრძნობა და ძალა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

წიგნი უკვე ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებში, შესაძლებელია ავტორთან შეძენაც და იგზავნება ყველა ქვეყანაში.“ – გვითხრა თამარ ჩხაიძემ.

ავტორი ზუსტად აღწერს იმ ტკივილს, რაც თან სდევს ემიგრაციას და  მათ უკან დარჩენილ ოჯახებს. წიგნი მკითხველს ახვევს ემოციურ მოგზაურობაში, სადაც ყოველი ფურცელი შთაგონებულია რეალური სურათებით.

ეს არის გულიდან წამოსული ამბავი, რომელიც  დაგაფიქრებთ, აგატირებთ და სამუდამოდ დაგამახსოვრებთ ერთი პატარა გოგონას თვალებით დანახულ რეალობას.

თამარ ჩხაიძე ამ წიგნით ცდილობს, მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით საქართველოს აჩვენოს, რა დგას ემიგრაციის უკან – ჩუმად ჩამოღვრილი ცრემლები, შორს გაზრდილი შვილები და გულში ჩახშობილი ტკივილი. ეს არ არის მხოლოდ ერთი გოგონას ისტორია, არამედ მთელი თაობის, რომლებიც მშობლების გარეშე იზრდებიან. თაობის, რომელსაც ბავშვობა შორიდან უყურებს.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts