BREAKING

იტალია

ასოციაცია აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც დამოუკიდებლად, ასევე Passaporto Italia -სთან მჭიდრო თანამშრომლობით

ქალაქ ბარიში არსებული საგანამანათლებლო ცენტრის „ვიქტორია“ დამფუძნებელი და იტალური ენის მასწავლებელი ვიქტორია ცუხიშვილი განცახადებას ავრცელებს:

ოფიციალური განცხადება: ქალაქ ბარიში არსებული კულტურული ასოციაცია “ვიქტორია” იცვლის მისამართს და თავის საქმიანობას გააგრძელებს მისამართზე: Via carruli, 5.

აღნიშნულ მისამართზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს იტალიური ენის შემსწავლელი სკოლა “Passaporto Italia”, რომლის ხელმძღვანელი არის ქალბატონი მარია ლუიზა.

ჩემი ასოციაცია აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც დამოუკიდებლად, ასევე Passaporto Italia -სთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენს სკოლებში სხვადასხვა ეროვნების ემიგრანტებს შეუძლიათ იტალიური ენის შესწავლა მათთვის სასურველ დონეზე, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. ასევე ეს სკოლა წარმოადგენს საგამოცდო ცენტრს, აქ ოფიციალურად ტარდება ყველა დონის cils და plida გამოცდები და გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატები, რაც მოითხოვება გრძელვადიანი პერმესოს თუ მოქალაქეობის მისაღებად, ასევე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად და ა.შ.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts