ნუტრიციონისტი და ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა რაშოიანი რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვიზიარებს იმ პროდუქტების შესახებ, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.
რძე კიბოსგან დაგიცავთ. ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით რძეს იღებდნენ, გაცილებით იშვიათად ავადდებოდნენ სწორი ნაწლავის კიბოთ. მასში შემავალი ლაქტოზა ხელს უწყობს ორგანიზმში იმ ნივთიერებების წარმოშობას, რომლებიც კიბოს უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელს.
ნაადრევი სიბერის წინააღმდეგ, კივი აქტიურად უტევს სიბერეს. მდიდარია C ვიტამინით, ასევე საკამრისი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს. ნაადრევი დაბერებისგან იცავს თვალებს, ტვინსა და ნერვულ უჯრედებს.
პროდუქტები, რომლებიც დაბერებას აფერხებენ: ავოკადო – ღვიძლს ტოქსინებისგან იცავს. ვაშლი – ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნალექების გამოდევნას. ნიორი – არეგულირებს ლიპიდების ცვლას. სანელებლები – ამაღლებს სისხლძარღვთა სისტემის კაპილარების გამძლეობას. ქიშმიში – აგაცილებთ სისხლში შაქრის მკვეთრ შემცირებას. კარტოფილი – შეიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ, მინერალურ ნივთიერებებს. სტაფილო – აუმჯობესებს მხედველობას. კამა – ხელს უწყობს კანის ელასტიურობას.