“PrenotaFacile” არის იტალიის სახელმწიფო პოლიციის (Polizia di Stato) ონლაინ პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა სერვისების დასაჯავშნად. ეს პლატფორმა ხელმისაწვდომია მხოლოდ იტალიის ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის.
ამ სიახლის შესახებ, ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House ემიგრანტებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს და ასევე ამ სერვისებზე ოპერატიულ მომსახურეობას სთავაზობს.
ცვლილების ფარგლებში, მომხმარებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სპეციალურ პლატფორმაზე და დაჯავშნონ შეხვედრები სხვადასხვა სერვისებისთვის, როგორიცაა:
- ბინადრობის ნებართვის გაცემა/განახლება/დუბლიკატი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის ოჯახის წევრებისთვის
პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა მომხმარებლის ანგარიშის შექმნა, რაც შესაძლებელია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის. რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლები ირჩევენ საჭირო სერვისს და ჯავშნიან შეხვედრას შესაბამის ოფისში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ “PrenotaFacile” პლატფორმა ხელმისაწვდომია მხოლოდ იტალიის ტერიტორიაზე და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იტალიაში მყოფი პირებისთვის.
ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი ტიპის სერვისები:
- ბინადრობის ბარათის გაცემის/განახლების/დუბლიკატის მიღება (Rilascio/Aggiornamento/Duplicato Carta di soggiorno per i familiari del cittadino comunitario non aventi la cittadinanza di uno stato membro dell’U.E.) ევროკავშირის მოქალაქის იმ ოჯახის წევრებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა (30/2007 დადგენილება, მუხლი 10).
- მუდმივი ბინადრობის ბარათის გაცემის/განახლების/დუბლიკატის მიღება (Rilascio/Aggiornamento/Duplicato Carta di soggiorno permanente per i familiari del cittadino comunitario non aventi la cittadinanza di uno stato membro dell’U.E.) ევროკავშირის მოქალაქის იმ ოჯახის წევრებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა (30/2007 დადგენილება, მუხლი 17).
- ბინადრობის ნებართვის გაცემის/გახანგრძლივების/დუბლიკატის მიღება (Rilascio/Rinnovo/Duplicato Permesso di soggiorno per Cure Mediche/Gravidanza) სამედიცინო მკურნალობის ან ორსულობის საფუძველზე (394/99 დადგენილება, მუხლი 28 და 286/98 დადგენილება, მუხლი 19, პუნქტი 2, ასო D).
- ბინადრობის ნებართვის გაცემის/გახანგრძლივების/დუბლიკატის მიღება (Rilascio/Rinnovo/Duplicato Permesso di soggiorno Per Cure Mediche) სამედიცინო მკურნალობის საფუძველზე (286/98 დადგენილება, მუხლი 19, პუნქტი 2, ასო D-Bis).
- ბინადრობის ნებართვის გაცემის/გახანგრძლივების/დუბლიკატის მიღება (Rilascio/Rinnovo/Duplicato permesso di soggiorno per assistenza minori) არასრულწლოვანთა მოვლის მიზნით (286/98 დადგენილება, მუხლი 31, პუნქტი 3).
- ბინადრობის ნებართვის განახლება/დუბლიკატი (Rinnovo/duplicato permesso di soggiorno cartaceo per richiedenti asilo) თავშესაფრის მაძიებელთათვის (ქაღალდის ფორმით).
- ელექტრონული ბინადრობის ნებართვის პირველად გაცემის პროცესი (Primo rilascio permesso di soggiorno elettronico a seguito di decisione positiva della Commissione Territoriale o del Tribunale) ტერიტორიული კომისიის ან სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ.
- ბინადრობის ნებართვის განახლება/დუბლიკატი (Rinnovo/duplicato del permesso di soggiorno elettronico) დამხმარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სტატუსით).
- ბინადრობის ნებართვის კონვერტაცია (Conversione del permesso di soggiorno da protezione sussidiaria/umanitaria a motivi di lavoro subordinato/autonomo) დამხმარე/ჰუმანიტარული დაცვის სტატუსიდან დაქირავებით ან თვითდასაქმების მიზნით.
- მგზავრობის დოკუმენტის მიღება (Documento di viaggio per rifugiati/apolidi e titolo di viaggio per stranieri) ლტოლვილებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, ასევე უცხოელებისთვის სამგზავრო საბუთის გაცემის სერვისი.
- ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა/განახლება/დუბლიკატი (Richiesta/rinnovo/duplicato permesso di soggiorno per attesa ricorso pendente ex art) მიმდინარე სასამართლო პროცესის მოლოდინში (25/2008 დადგენილება, მუხლი 35).
- ბინადრობის ნებართვის გაცემის/განახლების პროცესი (Rilascio/Rinnovo del permesso di soggiorno per richiesta/ottenimento apolidia)მოქალაქეობის არმქონე სტატუსის მოთხოვნის ან მიღების შემთხვევაში.
AprioriTV-ს საემიგრაციო თემების ოფიციალური სპონსორია ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ყველა სახის საემიგრაციო მომსახურებას სთავაზობს.
მეტი ინფორმაციისთვის – დაუკავშრიდით ან დატოვეთ შეტყობინება
(Whatsapp) +39 327 093 4122
800 592 869
მისამართი: Via Scipione Crisanzio, 6, Bari, Italy