მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ქართველი ქალი, რომელიც იტალიელმა სამართალდამცავებმა მოხუცის ცემის ბრალდებით რომის აეროპორტში დააკავა, სასამართლომ სრულიად უდანაშაოდ სცნო.
ამის შესახებ ინფორმაცია Aprioritv-ს ბრალდებისგან განთავისუფლებული ქალის შვილმა აცნობა.
Aprioritv ქართველი ქალის დაკავების შესახებ პირველივე დღიდან იყო ნფორმირებული. ბრალდებულის ოჯახის წევრის ინფორმაციით, როგორც მას დედამ უამბო, დამსაქმებელ ოჯახსა და მას შორის კომფლიქტი შრომითი ექსპლუატაციის საფუძველზე დაიწყო. დაკავებული უარყოფდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს და მიზეზად სხვა ვერსიას ასახელებდა.
ქართველი „ბადანტე“ კალაბრიის რეგიონის ქალაქ კროტონეში, ერთ-ერთ ოჯახში მოხუცის მომვლელად ოცი დღე მუშაობდა. დამსაქმებელმა ოჯახმა მას შრომის საფასური არ გადაუხადა. ქართველმა ქალმა ხსენებული სამსახური დატოვა, თუმცა ყოფილ დამსაქმებელ ოჯახს, მისთვის კუთვნილი ხელფასის გადახდა რამდენჯერმა სთხოვა. როგორც დაკავებული ქალის ოჯახის წევრებმა გვითხრეს, იტალიელ დამსაქმებელს, ქართველი „ბადანტესთვის“ კუთვნილი ხელფასის გადახდა არ სურდა, რის გამოც მას, მოხუცის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით საჩივარი დაუწერეს. საჩივრის შესახებ ქართველმა ქალმა მას შემდეგ გაიგო, როცა ის საქართველოში ბრუნდებოდა და პასპორტის კონტროლის გავლის შემდეგ კარაბინიერებმა დააკავეს.
ქართველ ქალს ყველა ბრალდება მოუხსნეს და ის რამდენიმე საათში საპატიმროს დატოვებს.
დამატებით დეტალებს Aprioritv ბრალდებისაგან გათავისუფლებულ ქალთან საუბრის შემდეგ შემოგთავაზებთ.