იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საემიგრაციო ჯგუფში “ემიგრანტები იტალიაში“ გავრცელდა.
როგორც ცნობილია, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ემიგრანტთა საზოგადოება დიდ მწუხარებას გამოხატავს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
„ყველა ემიგრანტის გარდაცვალება ჩვენი ტკივილია… უფალმა ნათელში ამყოფოს ჩვენი ქართველი ვაჟკაცის სული.“ – წერენ ემიგრანტები.
შესაბამისი ორგანოები უკვე მუშაობენ შემთხვევის დეტალების გასარკვევად.