გამოცხადდა 143 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ქალაქ ბარის ცენტრალური რკინიგზის სადგურის ახალი ჰაბის დიზაინისა და მშენებლობისთვის. პროექტი მიზნად ისახავს გარეუბნების განახლებითა და უფრო მეტი პარკის საშუალებით უფრო მოქნილად და იოლად დააკავშიროს ერთმანეთთან ქალაქის გარეუბნები და ცენტრალურ ადგილები.
იტალიის სარკინიგზო კავშირგაბმულობის კომპანიამ (FS Italiane Group) სამუშაოების შესრულება მიანდო შ.პ.ს. ფადეპის( Fadep S.r.l) მიერ დაარსებულ დროებით ბიზნეს ჯგუფსა და მანელის ფირმას ( Manelli ImpresaA S.p.A.).
ახალი ჰაბი გარანტიას გვაძლევს, უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ გადავაადგილდეთ სარკინიგზო გზებით. მზგავრებისთვის აგებული ვაგზლის ახალი შენობები, ლიანდაგებსა და ბაქნებზე გადასასვლელი დამატებითი საიმედო ხიდები აუხლესი მოდელის განათების სისტემებით მზგავრების, ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ტურისტებისთვის გამოყოფილი გზამკვლევებითა და სამარშუტო ტაბლოებით – ყველაფერი ეს არსებულ სარკინიგზო მომსახურებას გლობალურ სტანდარტებზე აიყვანს.
ის გარეუბნები, რომლებიც დღემდე ცოტა გარიყულად არიან, უფრო მოქნილი და იოლი გახდება მათი ქალაქის ცენტთან დაკავშირება საკრეაციო პარკებითა და იქ მოწყობილი სპეციალური სივრცეებით, იქ განთავსებული ეკომეგობრული მანქანებით, საცალფეხო და ველობილიკებით. ეს პროექტი ასევე გაადვილებს ალდო მოროს მოედნიდან კაპრუცის ქუჩამდე დამაკავშირებელ მანძილს, რაც ითვალისწინებს საცალფეხო ბილიკების გაფართოებას.
უპირველეს ყოვლისა დიდი ყურადღება დაეთმობა პულიის რაიონში და კონკრეტულად ბარიში ტურისტებისა და სხვადასხვა რაიონიდან ქალაქში მომუშავე (არაბარელების) ჩამოსვლა- გამგზავრების საკითხს. არალეგალური პარკირების გამო ქაოსური მდგომარეობის მომსწრენი მრავალჯერ გავხდით. სწორედ ამიტომ ასეთი მასშტაბური განახლებისთვის ისკკ-მ არჩევანი შეაჩერა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლანდშაფტის არქიტექტორ, ანდრეას კიპარზე.
მნიშვნელოვანი ცვლილება ელის Amtab-ის საქალაქო ტრანსპორტის ტერმინალს. ამ ნაწილში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. ტერმინალი შეიცვლება ჩვეულებრივი ავტობუსის გაჩერებით და გადაინაცვლებს კაპრუცის ქუჩაზე ჯულიო პეტრონისა და დევიტო ფრანჩესკოს ქუჩების მიმართულებით.
ამ იდეის მიზანი ისაა, რომ ალდო მოროს მოედანი, რომელიც მთლიანად ასფალტითაა დაგებული, აღარ იქნება ავტობუსების სადგომი, ხოლო მათი სატრანზიტო ხაზები BRT-ით (მაღალი ტევადობის ავტობუსებზე დაფუძნებული სატრანზიტო სისტემა) დასანახი იქნება სპეციალურად ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლებით. რაც შეეხება კერძო მსუბუქ ავტომანქანებს, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ალდო მოროს მოედანზე მოძრაობითა და სადგურთან ახლოს მოქნილი და სრწაფი სადგომებით.
სტატიის ავტორი დანიელა ლეუცი.
სტატია თარგმნა ვარდი თვალაძემ
წყარო- bari.repubblica.it