მომღერალი და მუსიკოსი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს:
„კონკრეტული მოცემულობა მაქვს და კონკრეტული კითხვები, შესაბამისად კონკრეტული პასუხები მჭირდება, ვიღაცეების მაგალითები, ამან ის თქვა, იმან ის გააკეთა არ მჭირდება.
ჩემი შემოსავლის ერთად ერთი წყარო ჩემი პროფესიაა, სიმღერა.
ვის მოგწონვართ და ვის არა ეგ აქ მეასე ხარისხოვანია.
ამ სიტუაციაში ბიუჯეტიდან დაფინანსებული ნებისმიერი საახალწყო კონცერტი მინიმუმ უადგილოდ მიმაჩნია იმ ვითარებაში როცს ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებები ცხვირპირს ალეწავს ხალხს, მერე აკავებს და განუზომელი რაოდენობის შეურაცხყოფასთან ერთად ასევე დიდ ჯარიმებს აკისრებს.
ახლა მაქვს ასეთი მოცემულობა, ჩემს ანგარიშზე არსებული თანხა ვერ ფარავს ჩემს საბანკო ვალდებულებას, მაქვს რამდენიმე კერძო (რესტორანი) შეთანხმებული ღონისძიება (არჩევნებამდე შეთანხმებული) რამდენიმე გააუქმა დამკვეთმა.
ახლა კითხვას გისვამთ, თუ მუშაობს მაღაზია, ავტო სერვისი, კვების ობიექტები, საჯარო სამსახურები, ამ ყველაფერში ეს ხალხი იღებს ანაზღაურებას, მე რატომ ვარ ქვეყნის მოღალატე, რუსეთუმე, ქოცი და კიდე 1000 რამე, იმის გამო რომ ჩემი პროფესია ასეთია?
მე რომ ვიყავი 13 წლის მქონდა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, მამაჩემს არ ემღერებოდა მაგრამ ყოველ საღამოს მღეროდა იმისთვის რომ თავი გაეტანა ოჯახს და ჩემი საჭიროებები მოეგვარებინა.
მიპასუხეთ სიმსივნიანი შვილის მამას ემღერებოდა და ეხალისებოდა ეს?!
თქვენი აზრით მე მეზეიმება და მემეღერება?!
მითხარით კონკრეტულად, რა უნდა გავაკეთო და როგორ გავიტანო თავი ასეთ დროს?
უყურებ შენს ფინანსებს და ვერ ფარავ ბანკის ვალდებულებას, რა უნდა გავაკეთო?! პირველ რიგში გეკითხებით იმათ ვინც დგახართ და კომენტარებში ჩემზე ხტუნაობთ მასხარად მიგდებთ, შეურაცხყოფას მაყენებთ და მე მიწოდებთ ქვეყნის და ხალხის მოღალატეს!
კონკრეტულად ჩემ შემთხვევაზე მიპასუხეთ არ მაინტერესებს ვინ სად რა გააკეთა რატო და როგორ!“ – წერს გიორგი სუხიტაშვილი.