რომის პროკურატურამ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საქმე ეხება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი ლიბიელი პოლიციის ოფიცრის, უსამა ელმასრი ნაიემის გათავისუფლებას.
ელმასრი ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იტალიის ქალაქ ტურინში დააკავეს, მაგრამ რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, რაზეც პასუხისმგებლობას მელონის აკისრებენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის გარდა, გამოძიება იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების წინააღმდეგაც ჩატარდება.
წყარო: primetime.ge