BREAKING

იტალია

როგორ დავადასტუროთ საქართველოში მყოფი უმუშევარი ოჯახის წევრების მარჩენლის სტატუსი და როგორ შეგვიძლია მათი მონაცემები შევიტანოთ დეკლარაციაში

ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს Centro servizi Geo House-იდან მიიღებთ.

მაშ ასე, – როგორ დავადასტუროთ საქართველოში მყოფი უმუშევარი ოჯახის წევრების მარჩენლის სტატუსი და როგორ შეგვიძლია მათი მონაცემები შევიტანოთ დეკლარაციაში ❓

1. პირველი სავალდებულო პუნქტი, ეს არის ერთ ოჯახად ცხოვრების აუცილებლობა, ანუ სულადობის ცნობის ამონაწერში, უნდა ფიქსირდებოდეთ ერთად.

2. ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ცნობა/დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა (იმის მიხედვით რომელ ოჯახის წევრს იერთებთ).

3. ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან – საშემოსავლო კანომდებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მზრუნველობის ქვეშ აყვანა იმ ოჯახის წევრების, რომელთა შემოსავალი არ აღემატება წლიურ 2.840, 41 ევროს.

4. ფისკალური კოდი ანუ „codice fiscale“, საჭიროა მიმართვიანობა თქვენი ზონის შემოსავლების სამსახურში „Agenzia del entrate“ , ან საქართველოში არსებულ იტალიის საელჩოში.

5. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული და შემდგომ ლეგალიზებული.

6. მეორე ვარიანტში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთის ქართული ვერსია იგზავნება იტალიის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს საკონსულოში და გაიცემა სერთიფიკატი რომელიც ადასტურებს ნათესაურ კავშირს და შემოსავლებს. შემდგომ ხდება ამ საბუთის ლეგალიზება ადგილობრივ პრეფექტურაში.

❓რატომ უნდა გავაკეთოთ ოჯახის უმუშევარი წევრების მზრუნველობაში აყვანა?

კონტრაქტით გათვალისწინებული შემოსავლების წლიური ჯამი ყოველთვის არის იმ ზღვარზე მაღლა, რომ გვეხება სახელმწიფოსთვის გარკვეული რაოდენობის გადასახადის გადახდა. ასეთი ხერხით გადასახადის რაოდენობა მცირდება, ან ნულდება და რიგ შემთხვევაში ხდება ასევე გარვეული თანხის უკან დაბრუნება.

✅ რჩევა – თუ მუშაობთ ოფიციალური კონტრაქტით იტალიის ტერიტორიაზე და გადაწყვიტეთ შემოსავლების დეკლარირება, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ამ სექტორში მომუშავე გამოცდილ სპეციალისტთან. კანონი ყოველწლიურად ახლდება და შესაბამისად მოსალოდნელია სავარაუდო ცვლილებები.

‼️ რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, როგორც ყოველთვის ჩვენი გუნდი მზადაა დახმარება გაგიწიოთ როგორც კონსულტაციის დონეზე, ასევე ჩავერთოთ პრაქტიკულად თქვენი დოკუმენტაციის წარმოებაში როგორც იტალიის ტერიტორიაზე, ასევე საქართველოში.

Centro servizi Geo House იყავით ჩვენთან და იქნებით ინფორმირებული ❤️

დაგვიკავშირდით ☎️ 0805217115 📞3270934122 , 10 საათიდან 19.00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

მოგვწერეთ ვოთსაპზე 327 093 4122 ,

საქართველოს ოფისი Geohouse Georgia ☎️00995598373761

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts