დღეს სოც. ქსელებში გავრცელდა საგანგაშო ინფორმაცია ნინო ფეიქრიშვილის გაუჩინარების შესახებ რომში. მისი დედა, ქალბატონი ესმა, შვილის პოვნას სასოწარკვეთით ცდილობდა, რადგან 4 დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა მასთან დაკავშირებას.
სასიხარულო ამბავია – ნინო ფეიქრიშვილი ნაპოვნია!
ეს ინფორმაცია გაავრცელა რომში მცხოვრებმა იურისტმა, ფიქრია წვერავამ, რომელმაც თავად ესაუბრა ქალბატონს ესმას და დაადასტურა, რომ ნინო კარგადაა.
პიქრია წვერავა ასევე მოუწოდებს ემიგრანტებს:
„დამიკავშირდით, შემიძლია დაგეხმაროთ უფასო იურიდიული კონსულტაციით და მიმართულებით, რაც გჭირდებათ. მშვიდობას და სიმშვიდეს გისურვებთ!“
იურიდიული დახმარება რომში:
www.vannicellicinquemani.it