BREAKING

იტალია

იტალიაში პირველად – ქართველი იურისტი ფიქრია წვერავა საერთაშორისო დაცვის სახელმწიფო კომისიაში პრაქტიკას გადის

იტალიის სახელმწიფო ინსტიტუციურ სივრცეში პირველი ქართველის პრეცედენტი დაფიქსირდა: პირველად საერთაშორისო დაცვის სახელმწიფო კომისიაში (Commissione Nazionale per il Diritto d’Asilo) პრაქტიკას ქართველი იურისტი ფიქრია წვერავა გაივლის.

აღნიშნული სტრუქტურა წარმოადგენს იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო თავისუფლებისა და ემიგრაციის დეპარტამენტს, რომელიც ზედამხედველობს ქვეყანის მასშტაბით მოქმედ ტერიტორიულ კომისიებს, მართავს საერთაშორისო დაცვის მომსახურებისა და გადაწყვეტილებების სისტემას, ასევე თანამშრომლობს ევროპარლამენტის შესაბამის განყოფილებებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსით.

ფიქრია წვერავა აღნიშნავს, რომ ამ უწყებაში ქართველი არასდროს უმუშავია:
„გამოვლინდა, რომ აქ ქართველი არასდროს ყოფილა. ჩემთვის ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და მოტივაცია.“

პრაქტიკის დასრულება ოფიციალურად 2026 წლის აპრილის ბოლოს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც ის იტალიაში მიიღებს საერთაშორისო დაცვისა და „აზილო პოლიტიკოს“ სფეროში ექსპერტის კვალიფიკაციას.

მისივე თქმით, ასეთი გამოცდილება არა მხოლოდ მაღალი პროფესიული განვითარების ნიშანია, არამედ მისთვის რეალურ პერსპექტივად აჩენს აღნიშნულ სტრუქტურებში მუშაობის გაგრძელებას:
„ეს გამოცდილება ჩემთვის ნიშნავს, რომ მომავალში ამ კომისიებში დარჩენის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებ იქ, სადაც დღეს ვარ და ვისი მხარდაჭერითაც შევძელი ასეთი შეუფასებელი გამოცდილების მიღება.“

ფიქრია განსაკუთრებულ მადლობას უხდის იტალიურ იურიდიულ კომპანიას “Studio legale Vannicelli Cinquemani Celletti & Malossi”, სადაც ის საერთაშორისო დაცვის მიმართულებით მუშაობს:
„ადვოკატურა გამოირჩევა ამ სფეროში მაღალი კომპეტენციით. ამ გუნდის წევრობა ჩემთვის უსაზღვროდ ფასეულია და ყოველთვის დავაფასებ.“

AprioriTV ულოცავს ფიქრია წვერავს ამ წარმატებას და კვლავ გააგრძელებს ინფორმაციის მიწოდებას ქართველების პროფესიულ წარმატებებზე იტალიაში.


დიასპორული მედია Apriori TV • აპრიორი ტვ-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია – “L’oro degli Argonauti”
ტურებისა და ავია ბილეთების დასაჯავშნად მოგვწერეთ:

ტურების დასაჯავშნად  WhatsApp: +39 349 180 5032

ავიაბილეთების ჯავშანი  WhatsApp: +39 377 373 0045

ტურისტული კომპანია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts