BREAKING

იტალია

იტალია: 2024 წლის განახლებული ხელფასის ცხრილი, დიასახლისების, მომვლელების და ძიძებისთვის

იტალიის შრომის სამინისტროში 8 იანვარს ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას პროფკავშირებსა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებს შორის დიასახლისების, მზრუნველებისა და ძიძების მინიმალური ხელფასის კორექტირების შესახებ 2023 წლის ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით. ცვლილებები ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან.

შეგახსენებთ, 2020 წელს ხელმოწერილი ეროვნული კოლექტიური ხელშეკრულების გათვალისწინებით,  ეკონომიკური კორექტირება ყოველწლიურ ვალდებულებად არის გათვალისწინებული. 

2024 წელს განსაზღვრული სახელფასო ზრდა არის ძალიან მცირე, 0,56%-ით მეტი ვიდრე 2023 წელს.

B დონის დიასახლისისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 6,58-იდან 6,62 ევრომდე განისაზღვრა, ყოველ სამუშაო საათზე 0,04 ევროთ მეტი. 

არათვითკმარი პირის მზრუნველებისთვის, Cs დონე, მინიმალური ხელფასი 1,127,04 ნაცვლად იზრდება 1,120,76 ევრომდე. ჯამში ხელფასის მატებით 6,28 ევრო.

ქვემოთ მითითებულ ცხრილში მოცემულია 2024 წლის სახელფასო განაკვეთი კატეგორიების მიხედვით:

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts