BREAKING

იტალიასოციალური მედია

ევროპა არ არის მხოლოდ გარყვნილება! – ემიგრანტის ხმა

მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ზაქარია მამაგულაშვილი ევროპისა და ევროკავშირის შესახებ, სოციალურ ქსელ „Facebook“-ში პოსტს აქვეყნებს:

„ხალხნო!

ევროპა 🇪🇺 არ არის მხოლოდ გარყვნილება!

ევროპა 🇪🇺 არ არის მხოლოდ ვიღაცის ლამაზი ფანტაზიის ნაყოფი!

ევროპაში 🇪🇺 ცხოვრების დონე საქართველოზე 🇬🇪 მაღალი რომ არის მაგაზე დავა არ შეიძლება!

ევროპაში 🇪🇺 პასუხისმგებლობის გრძნობა უმრავლესობას აქვს, როგორც საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქის, ისე კავშირში შემავალ სხვა ქვეყნების მიმართ.

ევროპაში 🇪🇺 შრომა ფასდება, უშრომლად არავინ არაფერს მოგცემს.

ევროპას 🇪🇺 აქვს ბევრი კარგი რამ, რაც შესაძლებელია ვისწავლოთ და გამოვიყენოთ საკუთარი ქვეყნის მშენებლობაში!

ევროპას 🇪🇺 აქვს ბევრი ცუდი რამ, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ამ ცუდს!

ევროპა 🇪🇺 არ არის მხოლოდ ის ევროპარლამენტარები თუ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა აზრსაც ასე ძალით ატენიან საზოგადოებას!

დღევანდელი ევროპა 🇪🇺 არ არის ის, რაც იყო 10 წლის წინ! ჩემი თუ არ გჯერათ გადახედეთ ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პრესას!

ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასურველის რეალობად წარმოჩენა!

ჩვენი 🇬🇪 ადგილი ევროპაშია 🇪🇺 და ასეც იქნება!

და ბოლოს, იმ ხალხისთვის, ვინც წლებია ევროპაშია და მაინც ვერ გაუგია რომ ევროპა ქვეყანა არ არის და ჩვენ ამ ქვეყანაში კი არ შევდივართ, არამედ ევროკავშირში, რომელშიც 27 ქვეყანაა გაწევრიანებული!

P.S. როგორც ზოგ ქართველ ე.წ. ინფლუენსერს საქართველო ქალაქი ჰგონია“. – წერს მამაგულაშვილი.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts