BREAKING

იტალია

ეკლესიაში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს – ტრაგედია ქალაქ ბარიში

დღეს, დილით, ქალქ ბარიში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, „თერმულ აკვანში“ ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა მოხდა პოჯოფრანკოს უბანში. ჩვილის გვამი ამ დილით, სრულიად შემთხვევით, დაკრძალვის ბიუროს მფლობელმა, რობერტო სავარეზემ აღმოაჩინა. ის ეკლესიაში დაკრძალვის მსახურებაზე იმყოფებოდა.

თერმული აკვნის კარი ღია იყო, რის გამოც მოწყობილობის სიგნალიზაცია არ ამოქმედდა. სიგნალიზაცია პირდაპირ უკავშირდება მღვდლის, დონ ანტონიო რუკიას, მობილურ ტელეფონს. ჩვილი, სავარაუდოდ, დაახლოებით ერთი თვის იყო და ცისფერ პლედში იყო შეხვეული.

რა მოხდა?
წინასწარი ცნობებით, მშობლებმა (ან ერთ-ერთმა მათგანმა) ჩვილის გადარჩენა და შანსის მიცემა მოინდომეს, მაგრამ მოვლენები არასწორად განვითარდა. შესაძლოა, ჩვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ან თერმული აკვანი არ ფუნქციონირებდა. 118-ის სამედიცინო პერსონალის ცნობით, თერმულ აკვანში ჰაერი ცივი იყო. მათი განცხადებით: „კონდიციონერი ჩართული იყო, მაგრამ ცივი ჰაერი გამოდის და აკვანი გათიშულია“.

ამჟამად მღვდელი პულიის რეგიონში არ იმყოფება. მან “La Gazzetta”-ს განუცხადა, რომ ჩვილს სიცოცხლის ნიშნები არ ჰქონია და შესაძლოა, ეკლესიაში ის უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს დაახლოებით 9:30 საათზე ჩატარებული წირვის დროს.

ბარის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. სავარაუდო დანაშაული – მცირეწლოვნის მიტოვება, რასაც მოჰყვა სიკვდილი. ამ ეტაპზე საქმის ფიგურანტები უცნობნი არიან.

გამოძიება ასევე ცდილობს დაადგინოს, რატომ არ იმუშავა თერმული აკვანის მოწყობილობამ, რომელიც წონაზე რეაგირებს და მოძრაობის სენსორით არის აღჭურვილი. საქმეში ჩართულია ვიდეოკამერების ჩანაწერებისა და სამეცნიერო ანალიზის დეტალური შესწავლა.

წარსული შემთხვევები
ტრაგიკული დამთხვევაა, რომ ეს ეკლესია წარსულშიც იყო ჩართული მსგავს ისტორიებში. მაგალითად, 2023 წლის დეკემბერში, ამავე აკვანში ახალშობილი მარია გრაცია დატოვეს, მაგრამ მაშინ სენსორმა მღვდელს სიგნალი გაუგზავნა და ჩვილი გადარჩა. ასევე, 2020 წელს კიდევ ერთი ბავშვი – ლუიჯი – იქნა ნაპოვნი, თუმცა ორივე მათგანი ცოცხალი იყო და ჯანმრთელობის მდგომარეობაც კარგი ჰქონდათ.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა ამ ახალ შემთხვევაში და რატომ დასრულდა ტრაგედიით.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts