იტალიაში იგეგმება რეფერენდუმის ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას.
ინიციატივის თანახმად, მოქალაქეობის მისაღებად საჭირო საცხოვრებელი ვადა 10-დან 5 წლამდე შემცირდება, ხოლო ახალი მოქალაქეები შეძლებენ თავიანთი მოქალაქეობა დაუყოვნებლივ გადასცენ შვილებს.
ეს ცვლილება დაახლოებით 2.5 მილიონ უცხოელს შეეხება.
რეფერენდუმის ინიციატორები არიან: Oxfam Italia, ActionAid, +Europa და იტალიის სოციალისტური პარტია, რომელთა ძალისხმევითაც შეაგროვდა საჭირო 500,000 ხელმოწერა, რათა პარლამენტის გვერდის ავლით ჩატარდეს სახალხო კენჭისყრა. რეფერენდუმის ჩატარება 2025 წელს იგეგმება.
იტალიის მოქმედი კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროპაში, სადაც მოქალაქეობის მისაღებად საჭიროა 10 წლიანი საცხოვრებელი ვადა, ხოლო ბიუროკრატიული პროცედურები ხშირად ამ ვადას კიდევ უფრო აჭიანურებს.
სხვა ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და ბელგია, მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია 5 წლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი მემარჯვენე პარტიები, როგორიცაა “იტალიის ძმები” და “ლიგა”, ეწინააღმდეგებიან ამ ცვლილებებს, კოალიციის პარტნიორმა “ფორცა იტალიამ” მოულოდნელად გამოხატა მხარდაჭერა. რეფერენდუმის წარმატებისთვის აუცილებელია ამომრჩეველთა 50%-იანი აქტივობა, რაც ბოლო დროს ჩატარებულ რეფერენდუმებში გამოწვევად იქცა.
#აპრიორიტივი #მედია #იტალია #მოქალაქეობა #რეფერენდუმი