BREAKING

გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი

„გზა დედასთან, გზად ემიგრაციამდე“ — ნინო ბოლაშვილი და ემიგრანტობის რეალობა

AprioriTV

ავტორი: ქეთი ტუშური

ნინო ბოლაშვილი პირველად იტალიაში 2011 წელს ჩამოვიდა, მას აქ მონატრებული ემიგრანტი დედა ელოდებოდა რომელიც წლები არ ყავდა ნანახი “არასოდეს დამავიწყდება ის ცრემლიანი და ემოციური წუთები და იმ სითბის შეგრძნება როცა დედას ჩავეხუტე” – იხსენებს ნინო. ის სტუმარი იყო იტალიაში, რამოდენიმე დღე მოუწია დარჩენა, ძალიან მოეწონა იტალია პირველი ვიზიტისას და მის გულშიც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა , “იტალიამ თავიდანვე გამიტაცა და ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა, ამ ერმა თავისი ღიმილიანი სახეებით და ლამაზი, ხმაურიანი ქუჩებით ჩემში ძალიან დადებითი ემოციები აღძრა” .

ნინოს საქართველოში ძალიან საპასუხისმგებლო სამსახური ქონდა რის გამოც მისი სტუმრომა რამოდენიმე დღთ გრძელდებოდა, მან 2018 წელს გადაწყვიტა გამხდარიყო ემიგრანტი და იტალიაში გაეგრძელებინ ცხოვრება, მას საქართელოში წარმატებული კარიერა ქონდა მაგრამ მაინც გადაწყვიტა უცხო ქვეყანაში წასულიყო და იქ ახალი ცხოვრება დაეწყო: “მიუხედავად ჩემი წარმატებული საქმიანობისა, საქართველოში ჩემი თავი ვეღარ ვიპოვე. თითქოს ყველაფერი ჩემს გარშემო იცვლებოდა და მეც ახალ ცხოვრების გზას ვეძებდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქ დარჩენა. ასე დაიწყო ჩემი ემიგრანტის ისტორია — მონატრებით, რაღაც ახლის ძიებით და იმედით” – გვითხრა მან.

ნინო პროფესით ჟურნალისტია და საქართველოში ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა, ის ასევე რამოდენიმე საინფორმაციო სააგენტოსთან და გაზეთთან თანამშრობლობდა იყო ასევე რამოდენიმე გადაცემის პროდიუსერი, ის თავის ცოდნას უზიარებდა ასევე ბავშვებს ვისაც ეს პროფესია აინტერესებდა და მათთან ერთად ქმნიდა გადაცემებს, ერთ-ერთი იყო “ახალგაზრდა რეპორტიორი”. ნინო ცდილობდა ყოფილიყო აქტიური და მიეღო მეტი ცოდნა და განათლება განვითარებულიყო პიროვლულად და პროფესიონალურად, მას გავლი აქვს არაერთი ტრენინგი და სემინარი და აქვს შესაბამისი სერთიფიკატი. ნინო იხსენებს იმ სირთულეებს რაც ემიგრანტობის პირველ წლებში ქონდა “რთული პერიოდი, როგორც ყველა ემიგრანტს მეც მქონდა, დასაწყისში უცხო ენა, გარემო და სრულიად განსხვავებული ყოველდღიურეობა, ჩემზე ხანდახან ძალიან ემოციურად მოქმედებდა. რამდენჯერმე ქუჩაში ავტირებულვარ კიდეც, ისე მენატრებოდა ჩვენი ქვეყანა, მშობლიურმა ქვეყანამ ხომ სხვანაირი მონატრება იცის. თუმცა დრო ყველაფერს ალაგებს”.

რთული პერიოდი დროებითი აღმოჩნდა მისთვის, გადალახა ის სირთულეები რაც ახლავს ემიგრანტობის პირველ წლებს ნინო თვლის რომ დღეს იტალია მისთვის მეორე სამშობლოა, ის ამჟამად მუშაობს ასოციაცია “ჯეო ჰაუსში” რომელიც დედამისმა ხათუნა ბოლაშვილმა დაარსა, ისინი ძირითადად მუშაობენ ემიგრაციულ საკითხებზე, ნინას შეთავსებული აქვს როგორს საემიგრაციო ასევე სავიზო საკითხები, ის ასევე საემიგრაციო მედია “აპრიორ ტვ” -ს ჟურნალისი და ორი რუბრიკის ავტორია და წერს სტატიებს ახალგაზრდა ემიგრანტებზე და გამორჩეულ ძლიერ ქალბატონებზე.

როგორც ნინამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მას ძალიან გულთან მიაქვს ემიგრანტების ისტორიები და ამბობს “ამ სტატიების წერამ კიდევ ერთხელ დამანახვა, რა რთულ გზას გადიან განსაკუთრებით ახალგაზრდები აქ, ემიგრაციაში. თითქოს ემიგრაციამ მათ განჩენი გამოუტანა, რომ ახალგაზრდობაშივე დაეწყოთ უცხო ქვეყანაში შრომა.”. ის მადლოებილია რომ მიეცა ეს შანსი ემიგრაციაში ემუშავა ჟურნალისტად “მიხარია, რომ ცხოვრებამ კიდევ ერთი შანსი მომცა — შესაძლებლობა მომეცა, ემიგრაციაში ჟურნალისტად მემუშავა. ეს ჩემთვის არის გზა, საკუთარი თავისთვის მტკიცება, რომ უკვე შინაურულ, მაგრამ ახალ რეალობაში, უცხო ქვეყანაში, მაინც შემიძლია ვაკეთო, რაც მიყვარს. ამ შესაძლებლობამ სიხარული, და თავდაჯერება შემმატა. რაც შეეხება ჩემს ძირითადად საქმიანობას, ზოგადად ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მიყვარს, როცა ადამიანს ვეხმარები და ,,ჯეო ჰაუსში” მუშაობა სწორედ ამის შანსს მაძლევს რომ ჩვენს ემიგრანტებს რამდენადმე შევუმსუბუქო რთული ემიგრაციის გზა და რითიც შემიძლია დავეხმარო.”

ნინა აღნიშნავს რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვს, როცა აქვს ის დროს უთმობს წიგნების კითხვას, საქართველოსაც ხშირად სტუმრობს მასში განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს როცა მონატრებულ ოჯახის წევრებს ხვდება ,,როგორც ჩიტები ზამთარში თბილ ქვეყნებში მიფრინავენ და გაზაფხულზე თავიანთ კერას უბრუნდებიან” – ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოდის გაზაფხული, როდესაც საქართველოში ვბრუნდები ხოლმე, -ამბობს ნინა. თვლის რომ ემიგრაციამ შეცვალა, ისწავლა ბევრი რამ, გახდა უფრო დამოუკიდებელი, იტალიელებში მოსწონს იმ თვისება რომ აქ თავს უცხოდ არ აგრძნობინებენ.

ნინას საქმიანობიდან გამომდინარე ურთიერთობა უწევს ემიგრანტ ქალბატონებთან და ასევე უწევს მათი ისტორიების მოსმენა “ყველა ძალიან რთულ გზას გადის, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, მათ მდგომარეობაზე ძალიან ვწუხვარ, ამიტომ ჩვენს ორგანიზაციაში (საქმის მოგვარების გარდა) ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენთან მოსული ადამიანი, კარიდან გავლის შემდეგ, უფრო ღიმილიანები, იმედიანები და ხალისიანები გავუშვათ”. ის ხშირად აძლევს რჩევას ემიგრანტებს რომლებსაც რთული გზის გავლა უწევთ ის ურჩევს თავი არავის დააჩაგვრინონ და საკუთარ თავებს გაუფრთხილდნენ, მოძებნონ ისეთი სამსახური სადაც დააფასებენ ” ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და თქვენი დროც შეზღუდულია, რაც უნდა რთული პერიოდი გქონდეთ, ყოველთვის იზრუნეთ საკუთარ თავზე, გამოყავით თუნაც ერთი დღე, რომელსაც მთლიანად საკუთარ თავს მიუძღვნით, მესმის , ეს რთულია,ვიცი, მაგრამ შესაძლებელი”

ნინა ასევე აღნიშნავს განსხვავებას იტალიელ ხალხსა და ქართველ ხალხს შორის: “აქ სიბერე არ არსებობს, როდესაც ჩვენი მოხუცები თავზე თავშალწაკრულები, წელის ტკივილით იტანჯებიან, იტალიელი მოხუცები საცეკვაოდ და კარტის სათამაშოდ დადიან”.

ნინა განსაკუთრებულ მადლობას უხდის დედას გაწეული შრომისთის, გვერდში დგომისთვის და ყველაფრისთის რასაც ის აკეთებს მისი ბედნიერებისთის.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts