21 წლის ანი გოგია იტალიაში ემიგრანტია. საქართველოში ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და ასევე ექთნად მუშაობდა კლინიკა ,,ნიუჰოსპიტალში”, პარალელურად კი, ბავშვებს ამზადებდა ინგლისურ ენაში.
ანი იტალიაში სწავლის მიზნით ჩამოვიდა. სასწავლო პროცედურების მოგვარება კი ,,ჯეო ჰაუსს ” მიანდო. ,,იტალიაში ყოფნა იმდენად მომეწონა რომ ვეძებდი გზებს რათა აქ სასწავლებლად დავრჩენილიყავი. შემდგომ აქ გავიცანი სტუდენტები, რომელთაც რეკომენდაცია გაუწიეს ჯეოჰაუსის გუნდს. ყველაფერს უძღვებოდა ნანა ბოლაშვილი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს არამარტო ჩემი არამედ ძალიან ბევრი ქართველი სტუდენტის განათლებაში.”
ახალგაზრდა ემიგრანტი ამბობს, რომ იტალია უფრო რასისტული ქვეყანა ეგონა, თუმცა ეს სტერეოტიპი საბოლოოდ არ გამართლდა და მეგობრულ გარემოში აღმოჩნდა, არც ის აღმოჩნდა მართალი, რომ სწავლა აქ შედარებით მარტივი იყო. ,,მედიაში გავრცელებული აზრის რომ იტალია არის რასისტული ქვეყანა ნაწილობრივ მჯეროდა თუმცა არა. იტალიელი სტუდენტები ბევრად უფრო მიმღებლები და სტუმართმოყვარეები აღმოჩნდნენ ვიდრე წარმომედგინა”
ანი ამჟამად ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე სწავლობს ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტში. პირველი დღე, სასწავლებელში ძალიან ემოციურად ახსოვს და ამბობს, რომ უმთავრესი ბარიერი სწორედ ენა და უცხო გარემო იყო, თუმცა საბოლოოდ ყველამ მეგობრულად მიიღო. ,,უნივერსიტეტში რომ შევადგი ფეხი დაძაბული ვიყავი, თითქოს ყველაფერს ნულიდან ვიწყებდი და ძალიან მანერვიულებდა ეგ ფაქტიც რომ ჯერ კიდევ მქონდა ენის ბარიერი. ლექციაზე როგორც კი დავჯექი იტალიური სიტყვების ბუმი მქონდა ტვინში რამაც დამაფიქრა საქართველოში დაბრუნებაზე იმიტომ რომ იტალიელი სტუდენტების შემყურე თავი ძალიან “ჩამორჩენილად” და არაფრად ჩავთვალე. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იყო ჩემი ფიქრები რადგანაც რეალურად სტუდენეტებიც და ლექტორებიც თავიდანვე დადებითად იყვნენ განწყობილები და ცდილობდნენ თავიდანვე ამ ენის ბარიერის დაძლევაში და ყველანაირად ხელს მიწყობდნენ რომ თავი უსუსურად ან დაჩაგრულად არ მეგრძნო”
ანი ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას ისევ იტალიაში გეგმავს. მისი სურვილია, ბავშვთა რეაბილიტაციის დარგის განვითარებაში ჩაერთოს. ,,მინდა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში მუშაობა. ეს დარგი ჩვენ ქვეყანაში არ არის განვითარებული. ჩვენს დედებს არ უნდა დასჭირდეთ შვილების უცხოეთში წაყვანა და ხშირად ე.წ. ლტოლვილად ჩაბარება მკურნალობის გამო”
ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, ქართველ და იტალიელ ახალ თაობას შორის დიდი განსხვავებაა და ეს თითქოს ორი სხვადასხვა სამყაროა. ,,არის რაღაცეები რაც ალბათ იტალიელებს აქვთ განვითარებული რაც უფრო დამოუკიდებლობაში და საკუთარი ცხოვრების კონტროლში აისახება, რაც ჩვენ ქართველებს ხშირად გვაკლია რადგანაც ოჯახები ხშირად დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე. რაც შეგვიძლია იტალიელებოსგან ვისწავლოთ. აი ქართულ ჯენზის კი პატრიოტიზმში და ქვეყნის სიყვარულში ვერც შეედრებიან.”
რაც შეეხება ემიგრანტთა ნაკადის შეწყვეტას, ანის თქმით, იმისთვის რომ ეს მოხდეს, ჩვენს ქვეყანაში ძირეული ცვლილებებებია საჭირო.,, ძალიან ბევრი ჯანმრთელობის პრობლემის გამო არის ემიგრაციაში რაც იმას ნიშნავს რომ ქვეყანაში არამარტო ეკომონიკური არამედ ჯანდაცვის პრობლემებიც არის და საჭიროა ისეთი პროგრამები რომლებიც ასე გადაამზადებს ექიმებს და დაადასტურებს მათ პროფესიონალიზმს და ამავდროულად დაფინანსებები რათა მკურნალობა ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. პრობლემაა ასევე ე.წ. “ტვინების გადინება” უცხოეთში მიღებული განათლებით ხშირ შემთხვევაში უცხოეთშივე რჩებიან საქართველოში არასაკმარისი და არახელსაყრელი ხელფასების გამო, შესაბამისად საჭიროა ყველა ამ ინტელიგენციის შეყრა და დაბრუნება ჩვენ ქვეყანაში მხოლოდდამხოლოდ შრომის შესაბამისი დაფასების შემდგომ.”
ახალგაზრდა ემიგრანტს სამშობლო ძალიან ენატრება და ცხოვრებისა და საქმიანობის გაგრძელებას სამომავლოდ იქ გეგმავს. ,,მენატრება ჩვენებური სუფრა, თუნდაც დაბადების დღეზე მოსმენილი ქართული მუსიკა. და ყველაზე მეტად ქართული გარემო, რადგანაც რამდენად კომფორტულადაც არ უნდა ვიყოთ მაინც უცხოელებად ვითვლებით, ვრჩებით და ვგრძნობთ თავს.”
პ.ს. თუ გინდა სწავლის გაგრძელება იტალიაში და ეძებ კვალიფიციურ ადამიანს ვინც დაგეხმარება საჭირო პროცედურების მოგვარებაში მიმართე ,,ჯეო ჰაუსის” საქართველოს ოფისს, +995598373761
სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი